-
2014-10-14 23:27
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კოლეგებს მოუწოდებს, უარი თქვან პრაღაში დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაში მონაწილეობაზე.
“როდესაც ერთი მხარე ესე უტიფრად აქვეყნებს გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტს და ცდილობს უკვე ღია ანექსიაზე გააკეთის აქცენტი, მე რომ ვიყო ქართული მხარე, დავფიქრდებოდი, რამდენად შესაძლებელი და მისაღები იქნებოდა ჩვენთვის ამ რაუნდის ჩატარება. მე თავს შევიკავებდი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ჩემი განწყობა ამ ახალ რეალობასთან დაკავშირებით”, - თქვა ბერნში მყოფმა თედო ჯაფარიძემ.
თედო ჯაფარიძეს გამოეხმაურა ზემოთხსენებული ფორმატის მოლაპარაკების მონაწილე ქართული მხრიდან ზურაბ აბაშიძე:
"ჩემთვის რომ დაერეკა და ეკითხა, გავცემდი პასუხს. მაგრამ, მგონი, დაბერდა და მუხრუჭებმა უმტყუნა", - განაცხადა მან.