
"ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლა, რომ ისინი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ჩემი პოლიტიკური მიზანია, ამიტომ იმის მიუხედავად, ვიქნები თუ არა მე მინისტრი, დავრჩები "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მებრძოლი", -
ამის შესახებ თეა წულუკიანმა "არჩევანში" განაცხადა. ამასთან, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ მას ინფორმაცია არა აქვს და 2016 წელს არჩევნებში კოალიციამ ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა: "2016 წლის შემდეგ, თუ "ქართული ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში და, ალბათ, დარჩება, ყველა გადააფასებს მომავალ მიზნებს", - თქვა თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, "ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში", მისთვის უკვე ღირებულებაა. მისი თქმით, ამ პარტიას არაფერი აქვს დასავლური ღირებულების.