
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "არასიცოცხლისუნარიანს" უწოდებს გიორგი გაბუნიას მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, ლეგიტიმურია თუ არა ვერსია 19 წლის ახალგზარდის გატაცებაში სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ, რათა შემდეგ ეს "ნაციონალურ მოძრაობას" დაბრალებოდა.
"ეს თქვენი ვარაუდია, არასიცოცხლისუნარიანი კითხვაა, რადგან ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კრიმინალურ საქმიანობას ეწევა. პასუხი ძალიან მარტივია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მანამდე მან განაცხადა, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა" ის ძალა, რომელსაც სურს ქვეყანა ცეცხლის ალში გახვიოს და რომ მათ არ აინტერესებთ სხვა სფეროები, სადაც წარმატებული რეფორმები მიმდინარეობს.