
Radio France Internationale-ს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „ალიასთან“ ინტერვიუში ჰყვება, რომ შესაძლოა, ევროდეპუტატებმა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტიკური დევნის მსხვერპლად აღიარონ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ევროპაში მაგრად მუშაობს.... რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ გიორგი კანდელაკი, ძალიან მაგრად მუშაობს ევროპაში და ამიტომაცაა რომ ათით ნული მოუგეს ხელისუფლებას.
მთავრობავ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ამ რამდენიმე დღეში, ბაჩანა ახალაია და ვანო მერაბიშვილი ოფიციალურად არ აღიარონ პოლიტიკურ დევნილებად, თორემ ეს თუ მოხდა, შეიქმნება ძალიან ცუდი პრეცედენტი.
სამწუხაროდ, მაქვს ინფორმაცია ევროდეპუტატებისგან, რომ ახალაიასა და მერაბიშვილის პოლიტდევნილებად აღიარებას ვერაფერი აღუდგება წინ", - ამბობს ინტერვიუში გიორგი ფოფხაძე.