
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი მიიჩნევს, რომ "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" დაპირისპირება არ არის დაპირისპირება ორ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის.
მისი თქმით, "თავისუფალი თაობა" სწორედ "თავისუფალი ზონის" გასანეიტრალებლადაა შექმნილი და ამაზე მოვლენათა განვითარების დიმიკაც მიუთითებს:
"ეს არ არის დაპირისპირება ორ არასამტავრობო ორგანიზაციას შორის. მივყვეთ დინამიკას:
გამოდის შს მინისტრი და ამბობს, რომ "თავისუფალი ზონის" აქტივისტები გეგმავენ არეულობას, თბილისში მეორე მაიდნის მოწყობას და ასე სემდეგ. მეორე დღესვე იქმნება ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა" - აშკარად ექსტრემისტული მიზნებით და შს მინისტრის მეორე დღესვე იწყება აშკარად ორკესტრირებული აქციები "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ.
აქციამდე ათი დღით ადრე ზაზა დავითაია, რომელსაც ჟურნალისტად მოიხსენიებენ, საჯაროდ, მეგაფონში აცხადებს, რომ შემდეგ ჯერზე ოფისთან მივლენ იარაღით. რა არის ეს, თუ არა სვლა სამოქალაქო დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციისკენ?
ამის მერე ღიად, სოციალურ ქსელში ჩნდება მოწოდებები: "ჩავუხტეთ", მივუვარდეთ", "დავგეგმოთ"...
როგორ შეიძლება "თავისუფალი ზონა" იმ სიტუაციაში დაადანაშაულო, როცა თავდასხმა მოხდა ოფისზე? "თავისუფალი ზონის" წევრები იყვნენ ოფისში და მათ მიუვარდნენ ოფისის დასარბევად.
იქ იყვნენ დეპუტატებიც, რომლებმაც ერთი საათით ადრე გამოიძახეს პოლიცია და გააფრთხილეს, რომ მზადდებოდა თავდასხმა. ამაზე რეაგირება არ ყოფილა და პოლიცია იქ მოვიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფმა ვერ მოახერხა ოფისის დარბევა, ვერ დაჩაგრეს ზონელები, ვერ მოერივნენ მათ ფიზიკურად და წავიდნენ.
პოლიციის მოსვლის შემდეგ მას გამოჰყავს დაზარალებული, "თავისუფალი ზონის" ერთერთი წევრი, რომელიც გამოჰყავთ გარეთ, პრაქტიკულად ხელში აბარებენ მოძალადეებს და აცემინებენ მას.
მეორე წარმომადგენელი - გოგოხია მიჰყავთ პოლიციაში, სასტიკად უსწორდებიან ფიზიკურად და, რაც მთავარია, მეორე დრეს გამოდის პრემიერმინისტრი და ფორმალურ ნეიტრალიტეტსაც კი არ ინარჩუნებს - მაშინვე ხელს იშვერს "თავისუფალი ზონისკენ" და ამბობს, რომ ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია...
აი, ეს არის მწყობრი ჯაჭვი იმისა, რაც ხდებოდა", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა "არჩევანში".