-
2014-10-08 10:08
"არჩევანში", კობა ხაბაზსა და ტრისტან წითელაშვილს შორის გამართული დისტანციური დებატების დროს ხაბაზმა წითელაშვილს "პუტინის მონა" უწოდა, ხოლო წითელაშვილმა ხაბაზი - სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
კობა ხაბაზმა რამდენიმე ვოდეოჩანაწერი და "ფეისბუქზე" ზაზა დავითაიასა და ლადო სადღობელაშვილის სტატუსების ამონაწერები წარმოადგინა. მისი მტკიცებით, "თავისუფალ ზონაზე" თავდასხმა ჯერ კიდევ ათი დღის წინ იგეგმებოდა, ხოლო "თავისუფალი თაობის" მიზნებში მკაფიოდაა განმარტებული, რომ ორგანიზაციის მიზანი "თავისუფალი ზონის" განეიტრალებაა.
ტრისტან წითელაშვილი, რომელსაც ხაბაზმა დებატების პირველ ნაწილში "რუსეთის გენერალი" უწოდა, აცხადებდა, რომ ის, როგორც "საქართველოს მოქალაქე და ჯარისკაცი", აღაშფოთა ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტმა და სწორედ ამიტომ მივიდა "თავისუფალი ზონის" ოფისთან. წითელაშვილი ასევე დაინტერესდა, სად იყო და რას აკეთებდა კობა ხაბაზი 2008 წლის აგვისტოში.