
"არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ზვიად ძიძიგურის რეპლიკას იმის შესახებ, რომ "რუსთავი-2" "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიაა, რეპლიკითვე უპასუხა. დიალოგი წამყვანსა და გადაცემის სტუმარს შორის 7 ოქტომბერს შედგა.
"კარგია, რომ გაკვეთილებს არ მიტარებთ, ბოლო გადაცემებში "ქართული ოცნების" ყველა წარმომადგენელი მაძლევდა რჩევებს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს გადაცემები, მორალის თვალსაზრისით, ტექნიკურად...
რაღაც მომენტში ისეთი შთაბეჭდილებაც კი შემექმნა, რომ მოვხვდი კლასში, სადაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ჟურნალისტების გადამზადება... ", - თქვა გიორგი გაბუნიამ ზვიად ძიძიგურის რეპლიკის პასუხად "არჩევანში".