
„არჩევანში“ ჩართვის დროს ნინო ბურჯანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ „თავისუფლად ვსუნთქვათ“, მაგრამ მანვე გააკრიტიკა ყოფილი პრემიერი, რადგან, მისი თქმით, მან „ნაციონალური მოძრაობა“ გააცოცხლა.
„მეც უნდა დავაფასო ის, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ თავისუფლად ვსუნთქავთ, მაგრამ პოლიტიკურად ეს არის მძიმე, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ნაციონალური მოძრაობა ასე კი არ უნდა ლაპარაკობდეს ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაზე, არამედ ძეგლი უნდა დაუდგან ბიძინა ივანიშვილს, რადგან მიწამიყრილი ნაციონალური მოძრაობა გაცოცხლა“.
ნინო ბურჯანაძის განცხადებას გიორგი გაბუნიას რეპლიკა მოჰყვა:
„მე ორივე მხრიდან მესმოდა მძიმე ამოსუნთქვები ქალბატონი ნინოს ჩართვისდროს“, - განაცხადა მან, რასაც გადაცემის სტუმრების - გოკა გაბაშვილისა და ზვიად ძიძიგურის სიცილი მოჰყვა.