-
2014-10-05 22:17
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ერთერთი ლიდერი გიორგი ხურციძე წერს, რომ დიდხანს იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, აღწეროს, როგორ სცემეს პოლიციელებმა ისე, რომ არაფერი დაუშავებია. დეტალები მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღწერა.
"ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე დამეწერა: მე გიორგი ხურციძე, რომელიც ოცნების ახალგაზრდულის ერთ-ერთი ლიდერთაგანი და თუნდაც რიგითთაგანი ვიყავი გუშინ პოლიციამ ტყუილად მცემა. აი ეს ამბავიც:
გუშინ დღის 5 საათზე ჩემს მეგობერთან მივიდა პოლიცია და საკმაოდ მკაცრი ტონითა და "ბლატაობით" ცდილობდნენ გაერკვიათ მისი ვინაობა და წარმომავლობა. მივედი და ვიკითხე რა ხდებოდა და ძაან უხეშამ მითხრეს შენ გაჩუმდიო და მეც მორჩილად ვუსმენდი.
ჩემი მეგობარი მხოლოდ იმიტომ რომ შეეპასუხა რასაც ქვია ჩატენეს მანქანაში. გამოიხედა ერთ-ერთმა პოლიციელმა და დარჩენილ 2 მეგობარს გვეუბნევა დროზე დაახვიეთ აქედან თქვენი დედა .......... ძაან ცუდად გვაგინა ვარკეთილის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი კობაურმა. მე ხმა არ ამომიღია და ერთი რაც გავაკეთე ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და ფოტო გადაუღე, რის შემდეგაც მეცნენ მხეცებივით, ჩამტენეს მანქანაში და დამიპირეს ტელეფონის წართმევა, რომელსაც არ ვაძლევდი.
მცემეს ისე რომ დაზიამებები არ დამტყობოდა, სულ მიცელში და ნეკნებში მირტყეს და ტელეფონიც წამართვეს, რომლიდანაც გადაღებული ფოტო და ვიდეო თავისთავად წაიშალა. ცემაში მონაწილეობდნენ ზემოთ აღნიშნული გიორგი კობაური და ასევე ვარკეთილის მასივის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ლაშა სხირტლაძე. წამიყვანეს განყოგილებაში, სადაც გამაჩერეს დაახლოვებით 4-5 საათი.
მისვლისთანავე პოლიციის უფროსი მოვიდა ვახო ჩოფლიანი და იკითხა თუ რაზე ვიყავით დაკავებულები, რომელსაც მოახსენეს რო ვიყავით 173 მუხლით (წინააღმდეგობის გაწევა) მე ავუხსენი რო წინააღმდეგობა არ გაგვიწევია და აქეთ, პირიქით მომაყენეს შეურაწყოფა. მეგონა რომ ადამიანურად გაიგებდა. მოვიდა და მითხრა: შე დედა მო........ო წინააღმდეგობას როგორ უწევ ჩემს თანამშომლებსო და არც მან დამაკლო რტყმა. შემდეგ წამიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც არაფერი არ დამიდგინდა, პოლივიელები მეუბნებოდნენ რატო არ დაგიდგინდაო.... ერთი თანამშრომელი იყო გიორგი ხუფენია რომელიც ყველაზე კარგად და ზრდილობიანად იქცეოდა, დანარჩენი ვინც შემოვიდა და გავიდა ყველა შეურაწყოფას გვაყენებდა, მითუმეტეს უთხარი ვინც ვიყავი, ანუ წლების განმავლობაში რატომ ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს.
ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ პოლიცია იყო არა ხალხის სამსახურში, არამედ მათ წინააღმდეგ..... ნარკოლოგიურიდან წამიყვანეს "კაპეზე"-ზე და დღეს ასე 12 საათზე გამომიშვეს რის მერეც ხელწერილი დამაწერინეს, რომ გამომძიებლის დარეკილზე (რომელიც ამ დღეებში დამირეკავს) უნდა გამოვცხადდე, რადგან მექნება სასამართლო. ვნახოთ რას გადაწყვიტავს სასამართლო......
ნარუშნიკები მეორედ მედო, პირველად როცა 2012 წლის 5 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო ბათუმში მე გახლდით შუახევის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, სადაც ჩვენს ახალგაზრდულში "კუდი"-ს მიერ ჩასმული აგენტი გამოვავლინე, რომელსაც მანკანაში ქონდა ჩამწერი აპარატურა მე დამაპატიმრეს და მეორედ ეხლა მაპატიმრებენ იმის გამო რომ პოლიციის დამოკიდებულება (დედის გინება) ტელეფონით გადავიღე.....
P.S. ყოჩაღ თქვენ, ვის გამოც წლები ვიბრძოლე და დღეს უდანაშაულოდ მაკავებენ, მაგინრბენ და მიტყავენ.
ეხლა მითხარით რა არის გასასაკეთებელი რო ყველა დამნაშავე დაისაჯოს?", - წერს გიორგი ხურციძე.