-
2014-10-04 00:58
ორგანიზაცია "სამართლის თაობის" წევრი გირშელ ბართაია მელორ ვაჩნაძის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების მუქარაზე წერს და აპირებს სამართალდამცველებს მიმართოს, რომ მის მიმართ შურისმაძიებლური კამპანია ხორციელდება.
"ჩვენს მიმართ ხორცხიელდებოდა სიტყვიერი შეურაცხოფები, მუქარები. პირადად მელორ ვაჩნაძემ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დამემუქრა, რომ იცოდა ჩემი საცხოვრებელი მისამართი, დამხვდებოდა და ფიზიკურად გამისწორდებოდა.
მელორ ვაჩნაძეს არ ეყო იმის გამბედაობა, რომ ტელეკამერებთან დაედასტურებინა ეს ყველაფერი და მუქარა უარყო. მინდა მივმართო მას - მელორ, მანამ, სანამ ჩემს მისამართზე მოხვალ, შენი ამფსონებით და ჩემზე ფიზკურ ანგარიშსწორებას მოინდომებ, გირჩევ, გამოიჩინო ვაჟკაცობა და არ უარყო ის, თითქოს ჩემი სახელი და გვარი პირველად გაიგე და გესმის.
მას არაერთხელ ვუხსენებივარ, იმ ადამიანებს შორის, ვინც ვითომდა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. როგორც ჩანს, შიშები და მძიმე მოლოდინები აქვს, რომ თურმე გირშელ ბართაია სხვადასხვა ახალგაზრდებთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, ქვეყანაში დესტრუქციულ მოქმედებებს გეგმავს. უახლოეს დღეებში ვაპირებ მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს პრევენციის მიზნით და შევიტანო განცხადება, რომ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს შურისმძიებლური კამპანია.
თუ ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა, ეს მელორ ვაჩნაძის სტილში მოქმედი ადამიანების მიერ იქნება ჩადენილი", - წერს გირშელ ბართაია.