-
2014-10-02 12:14
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების 2 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ნამდვილად შეიძლება თავისუფლად ცხოვრება, სუნთქვა და სიარული.
"მე ყველა იმ ადამიანს, საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ქართველს თუ არაქართველს, ვისაც ეს ქვეყანა და ეს მიწა უყვარს, მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე იმიტომ, რომ ორი წელი გავიდა ზუსტად მას მერე, რაც საქართველოში მართლაც თავისუფლად შეიძლება ცხოვრება, სუნთქვა, სიარული.
ხალხი რომ გაღიმებული დადის და ადამიანს რწმენა დაუბრუნდა და ცხოვრების ინტერესი, ეს არის ფაქტი. ის, რომ წამების და დაშინების, ბიზნესის დატერორების, ეკონომიკის მოქცევის ერთი კაცის ხელში და შესაბამისად, ერთი კაცის მიერ დანიშნული ბიზნესმენების დრო ნამდვილად გავიდა.
ის, რომ სასამართლო თავისუფალია და სასამართლოზე ზეწოლას არავის ახორციელებს, ის, რომ მედიას შეუძლია თავისუფლად იმუშაოს. ის, რომ საქართველოს ყველა მოსახლე არის დაზღვეული და აღარ ეშინია, რომ ხვალ რამე ჯანმრთელობის პრობლემა ექნება და შეიძლება, თავის თავს ვერ უშველოს და ოჯახის წევრს და ასე შემდეგ.
აი, ეს მინდა მივულოცო ჩემს საქართველოს მოსახლეობას და ოპოზიცია რას ისაუბრებს, ეს მათი თავის გადარჩენის მეთოდია ეტყობა და მეტი არაფერი. ”