
"კურიერში" ჩართვისას, მისი და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალში ის არ აპირებს შურისძიებას და ერთადერთი შურისძიება იქნება ის, რომ საქართველოს სახელმწიფო განვითარებას გააგრძელებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რითაც ხელისუფლება მოქმედებს, შუასაუკუნეების მეთოდებია, მაგრამ ეს ვერ გახდება მისი მხრიდან გამწარებისა და შურისძიებისთვის განწყობის მიზეზი:
"რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა გვიქნან ამათ, მომავალში ჩვენ შურს არ ვიძიებთ, რადგან შურისძიება და თანამედროვე სახელმწიფოებრიობა არის შეუთავსებელი. მომავალში ერთადერთი შურისძიება პუტინის და მისი ოლიგარქის მიმართ იქნება ის, რომ საქართველო გააგრძელებს თანამედროვე სახელმწიფოს შენებას, წინსვლასა და განვითარებას", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.