
ლალი მოროშკინა "ალიასთან" საუბარში აკრიტიკებს ხელისუფლების დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც ამ უკანასკნელს "შარშანდელ თოვლს" უწოდებს და ამბობს, რომ სააკაშვილი "აშკარად მოყოჩაღებულია".
„ხელისუფლება სწორედ მაშინ უშვებს ხოლმე შეცდომებს, როცა არ ხდება გააზრება, ვინ გყავს მტერი. ამიტომ, სააკაშვილზე ირონიით იმის თქმა, რომ ის არის გუშინდელი დღე და შარშანდელი თოვლი, არის აბსოლუტურად მცდარი.
„ვარდების რევოლუციის“ პერიოდში, მე მისი პიარი ვიყავი და მისი ხასიათიდან გამომდინარე, აშკარად ვხედავ, როგორ არის მოყოჩაღებული“, - აცხადებს მოროშკინა გაზეთთან საუბარში.