ირაკლი ვაჭარაძე: „ეს არის „გირგვლიანი2“-ის გამეორების საფრთხე“

Image

ირაკლი ვაჭარაძე დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობის ფაქტსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ უამრავი შეკითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ამ შეკითხვებს აყალიბებს და „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

 

"ბოდიში, იურისტი დედისა და გამომძიებელი მამის კვალს მივყვები: 

 

 

1. სად არის სომხური ეკლესიის კადრები (რომელიც სკვერს, მკვლელობის ადგილს რამდენიმე ადგილიდან იღებს. იქ კამერები ახალი დაყენებულია)?

 

2. რატომ იმალებიან მოწმეები და არ გვეუბნებიან რა და ვინ ნახეს იქ ღამე მოქეიფე?

 

3. რატომ შეცვალა სასტუმრო ჯორჯიან პალასმა ჩვენება და ამბობს რომ მილორავა იქ ისვენებდა? თუ ასეა რატომ ვერ წარმოადგინეს სტუმრების ჩანაწერების წიგნი, გადახდის ქვითარი და ა.შ.

 

4. სქაი ბარში იმ ღამეს უამრავი ადამიანი იყო. ნუთუ ერთს მაინც არ აღმოაჩნდება გამბედაობა გვითხრას იყო თუ არა სინამდვილეში მილორავა იქ? 

 

5. რა ჯიპი მივიდა ღამე, მკვლელობამდე ცოტა ადრე ბართან და რატომ ახლდა მას პოლიციის ესკორტი?

 

6. რამდენი ნამდვილი მოწმე ყავს გამოძიებას და სადაა მოწმეთა ჩვენებები?

 

7. რას ამბობს მკვლელი: რა მინდოდა ღამის 3ზე სკვერში, დიდი დანით ხელშიო? რატომ მივედიო? უბრალოდ ვბირჟაობდიო? ნამდვილად იჯდა იმ სკვერში? კაი რატომ მოკლა არ ახსოვს, მაგრამ იქ როგორ გაჩნდა ის ხომ იცის?

 

8. გვაქვს ვიდეო რომელიც ადასტურებს რომ დაჩი ნამდვილად შევიდა სკვერში? რატომ უგონებენ რომ იქ შევიდა? 

 

9. რამდენი ადამიანი ყავს დაჭრილი ამ მკვლელს და რა უბანში ხდებოდა ხოლმე ეს ძირითადად?

 

10. იყო თუ არა უშიშროება მისული ბარის მფლობელთან, მას შემდეგ რაც ის საავადმყოფოდან მიბრუნდა ბარში იმ ღამეს? ვინ იყო დარჩენილი ამ დროს ბარში და სადაა ეს ხალხი?

 

11. რამდენად დაჩქარებული მეთოდით გამოვიდა ბარის მფლობელი ციხიდან ბესელიას ამნისტიით? რაიმე ვალდებულებას ხომ არ აკისრებს მას ოცნების წინაშე ეს გარემოება?

 

12. ვიცით სადაა დაცვა რომელიც იმ ღამეს მორიგეობდა? გვაქვს მათი ჩვენებები? არა? რატომ? 

 

13. ყველაზე მნიშვნელოვანი: არავის გაეჭვებთ ის გარემოება რომ მკვლელის იურისტი ამბობს მოწმეები დაიკითხნენ და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლამის უდანაშაულოაო? მართლა დაიკითხნენ? ნამდვილად? ყველა? ...

 

14. სად არის სრული ჩანაწერი ბარის შესასვლელი კამერის და ქუჩის კამერების? 

15. რა ურთიერთობა აქვთ რატი მილორავას და მკვლელ გრძელიშვილს? რა უბანში ცხოვრობს ეს მკვლელი და საიდან გაჩნდა იქ, იმ ღამეს ნეტავ? ვითომ არ არიან ნაცნობები ერთმანეთის? რომ აღმოჩნდეს რომ არიან, მერე?

 

ამ და სხვა უამრავ კითხვაზე ბევრს ვიტრიალებთ, მანამ სანამ პოლიტიკოსები დუმხართ. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა გამოხვიდეთ და თქვათ რომ რაღაც აყროლდა დანიის სამეფოში. 
ეს არ არის ხუმრობა. ეს არის გირგვლიანი 2 გამეორების საფრთხე. ახლანდელი დუმილი ხვალ ძვირად დაუჯდება თითოეულ პოლიტიკოსს.

 

მე და ბევრი სხვა გულწრფელად აღშფოთებული ადამიანი კი უკვე უამრავ ინფორმაციას ვფლობთ და ყველას ნამდვილად ვერ მოგვკლავენ. სჯობს თავად სახელმწიფომ მოხადოს ხუფს თავი, ვიდრე მე ან სხვებმა გავაკეთოთ ეს. გელოდებით“, - წერს ირაკლი ვაჭარაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !