
გთავაზობთ ცნობილი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ სხვადასხვა დროს, მედიის სხვადასხვა საშუალებაში გამოთქმულ მოსაზრებებს ფრაზების სახით.
„ვიღაც სულელმა დაწერა ჩემზე- კახა თარგამაძე აგენტიაო! ვერ ვასწავლე ამ იდიოტებს ვერაფერი-აგენტი კი არა , გენერალი ვარ მეთქი.“, - კახა თარგამაძე ,,ასავალ-დასავალთან“.
"ჟურნალისტების ჩაკეტვაზე მოსმენილი კომენტარების შემდეგ ვადგენ: ნაცები ხომ იყვნენ გოიმები, "ოცნება" ღრმა ყანაა",- მამუკა ღლონტის პოსტი ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
აქუბარდია: „ქალბატონო მარიკა, ახლა გამიშვით რეკლამაზე და სულ მალე დავბრუნდებით
მარიკა ლორთქიფანიძე: მიბრძანდით,ბატონო ...
აქუბარდია: უი, გამახსენდა, ქალბატონო ელენე, ელენე კარგად იყოს, ქალბატონო მარიკა, გორგასლის მრჩეველი რომ ვყოფილიყავი ვურჩევდი შუშანიკის ქმართან მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა...“
ირაკლი გაფრინდაშვილი:,,ჩემი მეზობელი ისეთი "კარენნოია", აღდგომაზე ხოხბის კვერცხი შეღება"
ფადი ასლი გოგი თოფაძეზე: „თოფაძე არის ადამიანი, ვინც ჩემი აზრით, მსოფლიოში ყველაზე ცუდ ლუდს აწარმოებს. კაცი, რომლის ქარხანაში ვირთხებიც კი აირწინაღებით დადიან, რომ არ დაიხრჩონ...
როდესაც თოფაძე ლაპარაკობს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე, იმის გათვალისწინებით რა სისულელეებს ლაპარაკობს, მგონი ერთადერთი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი საქართველოში თავად არის,“ - განაცხადა ფადი ასლიმ ჟურნალ „ტაბულასთან“ საუბრისას.
"საკუთარ თავსა და ოჯახზე წელიწადში 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი არ მეხარჯება. რაც შეეხება არჩევნებს, პრაქტიკულად, არაფერი დაგვიხარჯავს.“ - ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, ყოფილი პრემიერმინისტრი, "Forbes.ru”-სთვის მიცემული ინტერვიუდან.
„დაქუცმაცებული საქართველო გააერთიანეს ოთხჯერ: ფარნავაზმა, ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა და რუსებმა. ჩვენი ენერგიით, იმ უდღეურმა ნოე ჟორდანიამ, 33 თვე რომ გაძლო რესპუბლიკამ, ვერაფერი გააკეთა", ლევან ვასაძე, ბიზნესმენი, უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის ნათლია, "დიდი პოლიტიკა", "ტვ3", 4.11. 2013.
„სააკაშვილი ერთხელ აჭარაში იყო და ამბავი მოჰყვა, რიგითმა მოქალაქემ მთხოვა, ტოტო კუტუნიო ჩამომიყვანეო და ჩამოვუყვანეო. ეს მე მომეწონა. ტოტო კუტუნიო არ მომეწონა, ის მომეწონა, რომ რიგითი მოქალაქის აზრი გაითვალისწინა და მეც მივმართე მერე ეთერიდან თხოვნით, მაგრამ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა.
ახლა მინდა, ივანიშვილსაც მივმართო: წელს მიკ ჯაგერის სასცენო მოღვაწეობის ბოლო წელია. იმ სტადიონზე, სადაც მე ბავშვობიდან ვოცნებობდი მიკ ჯაგერის მოსმენას, ბერა ივანიშვილმა იმღერა და, ისე ნუ მომკლავს, მიკ ჯაგერი არ ჩამოიყვანოს საქართველოში.
ხო აზრზე ხარ, მეორე დღიდან საქართველოში სულ შხუილ–შხუილით წავა რეფორმები და სულ სხვა ქვეყენაში გავიღვიძებთ“. - დათო ტურაშვილი, მწერალი, „სუბიექტური აზრი“, „მაესტრო“.
"რუსეთს საქართველოში სახმელეთო ოპერაცია ფაქტიურად არ ჩაუტარებია, საჰაეროთი მოგვიგეს ომი". გოგა ხაინდრავა, ტვ "იმედი", "მთავარი ფაქტორი", 29 აპრილი.