
„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების შეყვანამ, პარალელურად კი დონბასში რუსული სპეცრაზმის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მოქმედებამ ოპერაციის ზონაში სიტუაცია ბევრად გაამწვავა.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მანამდე დაანონსებული კონტრშეტევა ცხადყოფს, რომ რუსეთი ბოევიკებისთვის ცოცხალი ძალითა და იარაღით უსისტემო, სპონტანური დახმარებიდან გადავიდა ტერორისტებთან ერთად დაგეგმილ ფართომასშტაბიან ოპერაციებზე.
განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ამბროსიევსკთან და თუ ანტიტერორისტული ძალები უახლოეს საათებში არ გადავლენ შეტევაზე, შესაძლოა, ანტიტერორისტული ოპერაციის ყველა, აქამდე მიღწეული წარმატება დონეცკის ოლქში წყალში აღმოჩნდეს გადაყრილი.
სხვათა შორის, ფართომასშტაბიანი ერთობლივი ოპერაციების ეს სცენარი ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში აამუშავა ვლადიმირ პუტინმა, თუმცა იგი „ბოინგის“ ჩამოგდებამ შეწყვიტა. ახლა პუტინი აგრძელებს შეწყვეტილი სცენარის გათამაშებას.
როგორც მოსალოდნელი იყო, მინსკის შეხვედრამ სწარფი შედეგი ვერ მოიტანა. პუტინი არავის არაფერს დაჰპირებია და არც არაფერი უღიარებია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის მთავარ შედეგად ტყვეების გათავისუფლების სესახებ შეთანხმება და საზღვრის დაცვის შესახებ პირობა დაასახელა, თუმცა, რუსეთს არც კი უღიარებია თავისი მონაწილეობა და პასუხისმგებლობა მომხდარში.
არადა, სანამ კრემლი ამბობს „მე არაფერი წამირთმევია“, არაფრისმომცემია მისგან წართმეულის დაბრუნების მოთხოვნა, ასე რომ, დიპლომატთა პირველი ამოცანა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში მისი მონაწილეობის დამტკიცება უნდა იყოს“
დიმიტრი ტიმჩუკი