მიხეილ სააკაშვილი: ,,ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ პოროშენკოს შებოჭვა"

Image

"ზაზუნას დღე და მტაცებელი პუტინი" - სტატია ამ სათაურით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  .FOREIGEN POLICY-ში გამოაქვეყნა.

 

მან უკრაინაში შექმნილ სიტუაციასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას შორის პარალელები გაავლო და აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში რუსეთი ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს და მოვლენები კვლავ ისევე მეორდება, როგორც ფილმში "ზაზუნას დღე".

 

"კერძოდ, რუსეთი კვლავ ეხმარება სეპარატისტებს, წვრთნის და აიარაღებს მათ, ცდილობს, მუდმივი კონფლიქტის კერა შექმნას და საკუთარ მონაწილეობას კონფლიქტში ზრდის იმის შესაბამისად, თუ რამდენად წარმატებულია მოქმედებები სეპარატისტების წინააღმდეგ. პუტინის თამაში ყოველთვის ფსონების აწევას გულისხმობს, იმის იმედად, რომ დასავლეთი თვალს დახუჭავს დაძაბულობის ზრდაზე. თუმცა, ბოლო სანქციები აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, როგორც ჩანს, მოწმობს, რომ შესაძლოა, ამჯერად პუტინის თამაში წაუგებელი  აღარ იყოს (2008 წელს რუსეთმა ეკონომიკური სანქციები თავიდან აიცილა). თუმცა, დღემდე არეული და ბუნდოვანი მესიჯები დასავლეთის დედაქალაქებიდან პუტინს მანევრირების საშუალებას უტოვებს", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი და ამ მხრივ განსაკუთრებით გერმანიის პოლიტიკას აკრიტიკებს.

 

"კიევში ბოლო ვიზიტის დროს, რომელსაც პოროშენკოს ხელისუფლების მიმართ ბერლინის მხარდაჭერა უნდა ეჩვენებინა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაცია ისე უნდა მოგვარდეს, რომ რუსეთი არ დაზარალდეს. ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა მის მთავრობაში უფრო მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის ფედერალიზაცია არის აუცილებელი და კიევმა სეპარატისტების დამარცხება არ უნდა იჩქაროს, რადგან ამან შესაძლოა რუსეთი დაამციროს. ამავე დროს, ევროპელები დღემდე უარს ამბობენ სიტყვა "შემოჭრის" გამოყენებაზე, იმის მიუხედავად, რომ სარწმუნო ცნობებით, უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკა და რეგულარული ჯარის ნაწილები შედის", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის აზრით, მინსკის მოლაპარაკებების წინ პუტინმა განგებ გაგზავნა ახალი სამხედრო ძალები უკრაინაში, რათა უფრო ძლიერი პოზიციებიდან ესაუბრა.

 

"მისი მიზანი კი ცეცხლის შეწყვეტა, კონფლიქტის გაყინვა და, ისევე როგორც საქართველოში, უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგებაა, რაც შემდგომში მას საშუალებას მისცემს, უკრაინის დესტაბილიზაცია გააგრძელოს. წინსვლის ერთადერთი გზა, თუნდაც ის რთული და ძვირადღირებული იყოს, არის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება, რათა მან გამარჯვებას მიაღწიოს. ამისთვის ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ პოროშენკოს შებოჭვა, რაც უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებას აქვეითებს. ისინი მზად უნდა იყვნენ, შემოიღონ დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და კიევს უფრო მეტი ეკონომიკური დახმარება გაუწიონ", - წერს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის შემრიგებლური პოზიცია პუტინს უფრო მეტი ავანტიურიზმისკენ უბიძგებს.

 

"მერყეობა ამ მტაცებელს ვერ შეაჩერებს“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

 

მომზადებულია  ,,ტაბულას" მიერ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !