კახა ბენდუქიძე: რას ვიგებთ იმით, რომ გერმანელს ან ფრანგს არ შეეძლება 90 დღეზე მეტი ყოფნა საქართველოში?

Image

კახა ბენდუქიძე „სისულელეს“ უწოდებს ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც შემცირდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს საქარტველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეეძლებათ.

 

„ეს რეფორმა - სავიზო რეჟიმის გამარტივება - დავიწყე მე 2004 წლის ზაფხულს. საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროდან - საკონსულოებს ფული შემოაკლდებოდა.

 

რეფორმა ჯამში სამი ნაწილისაგან შედგებოდა: უვიზო ქვეყნების სიის გაფართოება, ვიზის აღების შემთხვევაში საზღვარზე გაცემა, საქართველოში ხანგრძლივი ყოფნის დაშვება.

 

1)პირველ რიგში გაუქმდა ვიზის აღების აუცილებლობა ევროკავშირის, იაპონიის, კანადის, აშშ-ს მოქალაქეებისათვის. შემდეგ სია ცოტათი გაიზარდა, დაემატა დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები (შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ისლანდია) შემდგომ სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნები - ქუვეიტი, კატარი, ბაჰრეინი, გაერთიანებული საემიროები, ომანი. 2007 წელს ევროკავშირში შევიდა ბულგარეთი და რუმინეთი, და ამის შემდეგ გადაწყდა, რუმინეთის და ბულგარეთის განვითარების დონის ქვეყნებთანაც დაგვემყარებინა გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ასე გამოვიდა ასზე მეტი ქვეყანა - აქედან ჩვენი საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების გარდა, ყველა სხვა საქართველოზე ბევრად მდიდარია.

 

2) რეფორმის მეორე ნაწილი - ვიზების გაცემა საზღვარზე - არის გავრცელებული ყველა განვითარებად ტურისტულ ქვეყანაში. ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ჩვენ საკონსულოებში შეგვიძლია ადმინისტრირება უკეთ, ვიდრე შსს-ს შეუძლია საზღვარზე - სასაცილოა, ვინაიდან საშიში პიროვნებების მონაცემთა ბაზა პირველადად შსს-ს გააჩნია.

 

3) საქართველოში ხანგრძლივად ყოფნის შესაძლებლობა - 360 დღე - უქმნიდა განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს უნიკალურ მარტივ საშუალებას საქართველოში ჰქონოდათ მეორე ბინა და წლის ნებისმიერ დროს ნებისმიერი ვადით ჩამოსულიყვნენ.

 

ახლა მთავრობამ შეამცირა ქვეყნების სია - ეს სუფთა რევანშია, ამოშლილი ქვეყნებიდან არ იყო არავითარი შესამჩნევი ნაკადი, არც საფრთხე. აბა რატომ უნდა ამოშალო ჩილე ან ურუგვაი - სიამოვნებით მოვისმენდი დასაბუთებას. მაგრამ ამით არაფერი დიდი არ გაფუჭდება - უბრალოდ სიშტერეა.

 

ვიზების გაცემა მხოლოდ საკონსულოებში - ეს უკვე მავნებლობაა. და სერიოზული. მაგალითად ჰონკონგი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრია - ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ. ადრე ჰონგკონგის მაცხოვრებელი ვიზას საქართველოს საზღვარზე აიღებდა. დღეს იგი უნდა ჰონკონგიდან ჩავიდეს პეკინში, შეიტანოს საბუთები ჩვენს საკონსულოში, დაბრუნდეს უკან ჰონგკონგში, მერე ისევ ჩავიდეს პეკინში, აიღოს პასპორტი ვიზით და ჩამოვიდეს საქართველოში. შეღავათის სახით, პასპორტი პეკინში ფოსტით გაგზავნოს და ალბათ ერთ-ორ თვეში მიიღოს ვიზა. იგივე ეხება ჩინელებს, ჩილელებს, და მრავალ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

 

ვადის შემცირება - ეს კიდევ უფრო დიდი მავნებლობაა. ამას ახსნაც არ სჭირდება, რომ ხეირი ჩვენთვის არავითარია, დანაკარგი კი მნიშვნელოვანი. რას ვიგებთ იმით, რომ გერმანელს ან ფრანგს არ შეეძლება 90 დღეზე მეტი ყოფნა საქართველოში?

 

ს ი ს უ ლ ე ლ ე!!!“, - წერს კახა ბენდუქიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !