მაჭავარიანი: ევროპელებს არანორმალურად მიაჩნიათ პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა

Image

„შემიძლია პირდაპირ გითხრათ: ევროპელებს არანორმალურად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები ეზღუდება“, - ამის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა „მაესტროს ცხრიანში“ საუბრისას განაცხადა.

 

ვანო მაჭავარიანი კიევში პრეზიდენტისა და მისი გუნდის ვიზიტსაც შეეხო და განაცხადა, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა მარგველაშვილი ბაიდენს შეხვედროდა: „ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანი თემები განიხილებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეხვედრაც ბევრს არ მოეწონა“, - თქვა ვანო მაჭავარიანმა, რასაც ვახო სანაიას შეკითხვა: „მთავრობაში, ბატონო ვანო?“ მოჰყვა.

 

„დასკვნები თავად გამოიტანეთ. სააკაშვილთან შეხვედრის თემის წამოწევით სურდათ ბაიდენთან შეხვედრის გადაფარვა. ფაქტია, რომ არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ ყოფილა. მარგველაშვილი და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ არკასთან, საიდანაც მარგველაშვილი იმ მხარეს წაიყვანეს, სადაც პრეზიდენტები იყვნენ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა „მაესტროს ცხრიანში“.

 

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი „ხუთი მოღალატე მინისტრის“ თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრების შეცვლა სურს. მაჭავარიანმა დაამატა, რომ მის ადგილზე მასაც ამის გაკეთება მოუწევდა, რადგან მთავრობა ეფექტურად არ მუშაობს.

 

ვანო მაჭავარიანის თქმით, კოალიციას, ზოგადად, მთავრობას მოუწევს გადახედოს, რა სახით გააგრძელებს ის ურთიერთობებს. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა, ჩარეულიყო და მოეგვარებინა ურთიერთობა პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

 

შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ამ ფონზე პრეზიდენტმა იფიქროს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშზე და თავისი გუნდის ჩამოყალიბებაზე, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას ვერ ხედავს: „პრეზიდენტი არაა მოსული იმისთვის, რომ ამ მხრივ რაიმე პრობლემები შექმნას, რადგან მას კარგად ესმის ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დღეს დგას. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !