
საქართველოს ექს პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი სტატისტიკის მოშველიებით ასკვნის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნდობა დაკარგა და მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას პროგნოზირებს.
განცხადება ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა:
“ქართულმა ოცნებამ” წელიწადსა და 7 თვეში დაკარგა ხალხის ნდობა. ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის თავზე უგულავამ იმაზე მეტი ხმა აიღო, ვიდრე დავით ნარმანიამ. მინდა, გავიხსენო წარსული, მიხეილ სააკაშვილმა პირველ არჩევნებში მიიღო 98%, ხოლო 2008 წელს 59%.
გიგი უგულავამ 2006 წელს არჩევნებში 69% მიიღო, 2010 წელს კი - 54%. “ქართულ ოცნებას” მომავალ არჩევნებზე გარანტირებული აქვს წაგება, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” გამარჯვება”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.