საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველოსბის არჩევნების თემას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება და იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2002 წელსაც მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ ეს გამარჯვებად ჩაითვალა.
„2002 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზე გავიდა და მას პროშევარდნაძისტულმა პარტიების ჯგუფმა ერთობლივად თითქმის ორჯერ გაუსწრო. მიუხედავად ამისა ეს მაშინ გამარჯვებად ჩაითვალა, ვინაიდან ჩვენ აღმავლობის გზაზე ვიყავით და ისინი დაღმასვლის და ვიცოდით, რომ ყველა შემდგომ არჩევნებს მოვიგებდით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.