ალასანია: მარნეულში საქმე გვქონდა მოდელირებულ გაყალბებასთან (ვიდეო)

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მარნეულის ერთერთ საარჩევნო უბანში სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას ეხმიანება, სადაც ხმების გაყალბების ფაქტია აღბეჭდილი.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პირი, რომელიც ვიდეოზეა აღბეჭდილი, ხმებს მოდელირებულად აყალბებს და ის ნაციონალ დეპუტატთან დაახლოებული პირია.

 

ირაკლი ალასანიას მოსაზღებას იმეორებს მარნეულში გამარჯვებული, „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნილი კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი: „აშკარად კამერას უყურებს და ისე ყრის კონვერტებს, ეს კარგად ჩანს“, - ამბობს ის.

 

მმართველი პარტიის ბრალდებებს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით გიგი უგულავამ უპასუხა. მისი თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლება თავის ჩადენილ საქციელს „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებს. მისივე თქმით, დეპუტატი, ვისთან ახლობლობაზეც მიანიშნებს კოალიცია, „მარნეულელი შიხიაშვილია“: „ის დეპორტირდა 1 ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“, ასე რომ, ყველაფერი ნათელია“, - ამბობს გიგი უგულავა.

 

გუშინ „ფრონტნიუსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პირი, რომელიც ვიდეოზეა აღბეჭდილი, „ქართული ოცნების“ წევრია 2012 წლიდან და ეს მარნეულის ოფიციალურ ვებგვერდზეცაა მითითებული.

 

შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარი გაყალბების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. მარნეულის იმ საარჩევნო უბანში, სადაც დარღვევაა დაფიქსირებული, 16 ივნისს, გვიან ღამემდე მუშაობდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც გაყალბებაა აღბეჭდილი, ამ მასალას თან ერთვის.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !