თემურ ხუნდაძის ბლოგი - "ნუ მაბრაზებთ!"

Image

უ ვინმეს ჰგონია, რომ დიდ „მოძმე და ერთმორწმუნე“  რუსეთში მოსახლეობა თავგადამკვდარი მორწმუნე და ქრისტიანი იყო - აგერ, ა! მაგათი სარწმუნოების მამოძრავებელი ძალა და გულისთქმანი ღვთისაი.

 

ცხონებული დუმბაძის სოსოიას რუსი და ჯერკიდევ  „საცხონებელი“ აფერისტების სოსოია, რუსის სოსოია რომ ყოფილა გამოჩნდება ეგერ. აბა საიდან უნდა მოსვლოდა „ნატვრის ხის“ გედიას და მის მხარდამჭერ „კომიტეტა გედის“ თავებს ეს აზრი, თუ არა 1845 წლიდან „დიდი ოქტომბრის“ რევოლუციამდე  რუსეთის იმპერიაში მოქმედებდა კანონები, რომლებიც განსაზღვრავდნენ  მოსახლეობის „რწმენისა და აღმსარებლობის“ გულწრფელობა-გულმხურვალება-ტვინუნძრეობას.

 

აი როგორ გულმოდგინედ ილოცეს „ჩვენმა  უფროსმა  ძმებმა“  და რა კანონები მიიღეს „ჭეშმარიტი მცნების  ჭეშმარიტად დასაცავად“.

 

ვიხილოთ ამონარიდები კანონიდან - რწმენის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების შესახებ:

 

მუხლი 182. ღვთისმგმობელობა ტაძარში  - ისჯება გადასახლებით და კატორღული სამუშაოებით 20 წლამდე ვადით, სხეულის გვემით, დადაღვით;  იგივე ჩადენილი სხვა საჯარო ადგილზე - გადასახლებით და კატორღით 8 წლამდე ვადით, სხეულის გვემით, დადაღვით.

 

(Статья 182 Богохульство в церкви — ссылка и каторжные работы до 20 лет, телесные наказания, клеймение; в ином публичном месте — ссылка и каторга до 8 лет, телесные наказания, клеймение.)

 

კარგია. 8 და 20 რა არის. 80 და 200 სჯობს. ჩვენ გვირჩევნია მაგათ ლენინ-სტალინზე, მეჩაიეობაზე და ინდუსტრიალიზაციაზე 10 წლით ლექსების კითხვა მივუსაჯოთ.

 

საინტერესოა თუ ამას კაცი ეკლესიაში ან საჯაროდ კი არ ჩაიდენდა, არამედ ოჯახში ან სანათესაო-სამეგობროში ჩაიბურტყუნებდა, მაშინ როგორ? როგორ და ასე:

 

მუხლი 183. არასაჯარო ღვთისგმობა - გადასახლება ციმბირში ან უფრო იქეთ და ისევ  თაქი-თუქი.

(Статья 183. Непубличное богохульство — ссылка в Сибирь и телесные наказания.)

 

სოსოიასეულ ვარიანტში აჯობებდა 300 ლარის სანთელი იყიდოს. განმეორებით შემთხვევაში 600 ლარის.

 

იყო ასეთი დანაშაულიც - მუხლი 186. ქრისტიანობის აუგად მოხსენიება,  ცილისწამება, ქილიკი - საგიჟეთში ან ციხეში ორი წლით მიბრძანება.

ჩვენ გადავასახლოთ ხაშურში 2 წლით და ვაიძულოთ სურამის გასასვლელში ნაზუქები აფრიალონ.

 

მუხლი 187. ქრისტიანობის ბეჭდური ან წერილობითი ფორმით კრიტიკა - გადასახლება ციმბირში, გვემა.

(Статья 187. Печатная и письменная критика Христианства — ссылка в Сибирь, телесные наказания.)

 

ისე, სტამბის ირგვლივ სირბილი  რომ შემოგვეღო? ან იმ კალმებით ჩხვლეტა რომლითაც დაწერა? ახლა კომპიუტერზე იკრიფება ტექსტები. ამიტომ სჯობს მივუსაჯოთ ვინდოუსის ლიცენზიის წაკითხვა  (სულ რაღაც 148 გვერდია).

 

მუხლი 188. წინასწარგანზრახვით ქრისტიანობის დაცინვა - ერთი წლით პატიმრობა. არაწინასწარგანზრახვით - 3 თვით პატიმრობა.

(Статья 188. Насмешки над Христианством, умышленно — заключение года, неумышленно — до 3 месяцев.)

 

უბრალოდ, ხომ არ დაგვექოთა? ა? ან პანჩური მაინც ამოგვერტყა. რა ვიცი, სოსოია! კითხე კითხე იმას, გედია თუ ბატი - კომიტეტში რომაა წამოყურსული, ნაკითხი ბიჭია მაინც.

 

მუხლი 189. საეკლესიო ნივთების არამართლზომიერი დამზადება და გავრცელება, წინასწარგანზრახვით - მუხლი 183-ის მიხედვით; ... გარეშე - დაკავება 6 თვით ან პატიმრობა 3 კვირით.

(Статья 189. Изготовление, распространение предметов веры в непристойной форме — по умыслу — наказание согласно ст. 183; без умысла — заключение до 6 месяцев или арест до 3 недель.)

 

რას ვებოდიშოთ ახლა ამ გაჭირვებულ მოხუც ქალებს?  ქუჩაში სანთელსა და ხატ-ჯვარს რომ ყიდიან? რა 3 კვირა და 6 თვე? ერთი წელი მღვდლების (ზოგიერთი?!) სახლის დალაგება და ეგრე!

 

რა ემუქრებოდა  თუ ვინმე „სულიერების“ ძებნაში დაიბნეოდა ან „უკეთესისკენ“ გადაიხრებოდა?

 

მუხლი 190. რწმენისაგან განდგომა: არაძალადობრივი - გადასახლება 10 წლით, ცემა-გვემა, დაშანთვა-დადაღვა; ძალადობრივი - 15 წელი გადასახლება, აღტყინებით ცემა-გვემა ან დაღვა-შანთვა კრუსუნით.

(Статья 190. Отвлечение от веры: ненасильственное — ссылка до 10 лет, телесные наказания, клеймение; насильственное — ссылка до 15 лет, телесные наказания, клеймение.)

 

ნემეტარი ნუ მოგვივა ახლა. მაგათ  სკამზე შემომდგარი „ვირი ვარ და ვყვირივარ“  ეყოფათ. ან ყოველ პარასკევს ... სოსო! მოიფიქრებ რამეს ძმაო.

 

მუხლი 191. რწმენისაგან განდგომა - განდგომის პერიოდში უფლებების ჩამორთმევა.

(Статья 191. Отступление от веры — лишения прав на время отступления от веры.)

 

„პრავა“  წავართვათ „პრავა“!  - კითხეთ მაინც გამობატებულ გედის, რა ვიცი! ეკას მაინც ეცოდინება. თუ არა ყავს მაგას „მამაოები“.

 

მუხლი 192. თუ მშობელთაგან რომელიმე  არაქრისტიანია და შვილს ზრდის არამართლმადიდებლურად - განქორწინება, ციმბირში გადასახლება.

(Статья 192. Если один из родителей не христианской веры воспитывает детей не в Православной вере — расторжение брака, ссылка в Сибирь.)

 

ას-ასი ბუქნი რომ მივუსაჯოთ ყოველდღე? აღფრთოვანებული შეძახილებით.

 

მუხლი 195. მართლმადიდებლობიდან სხვა მრწამსში გადაბირება - გადასახლება, სხეულის გვემა, გამასწორებელი სამუშაოები 2 წლით. ძალადობრივი იძულების წესით გადაბირება - ციმბირში გადასახლება, გვემა.

(Статья 195. Совращение из Православия в иное вероисповедание — ссылка, телесные наказания, исправительные работы до 2 лет. При насильственном принуждении — ссылка в Сибирь, телесные наказания.)

 

რა იყო თქვე დალოცვილებო! ჯანმრთელობის გულმოდგინედ  შერყევაო, გადასახლებაო, ისაო, ესაო - შეაფურთხეთ ერთი ბარაქიანად და მოისვენებთ. შეიძლება ცხონდეთ კიდეც.

 

მუხლი 196. რწმენისაგან განდგომა - ბავშვებთან ურთიერთობის აკრძალვა, რწმენაში დაბრუნებამდე.

(Статья 196. Вероотступничество — запрет на контакты с детьми, до возвращение в веру.)

 

„ასავალ-დასავალის“ კითხვა დღეში სამჯერ. ჭამამდე და ჭამის შემდეგ. ერთი-ორი კვირა, მერე თავად მოითხოვს.

აი ასე. შედგომილ იქნა ჭეშმარიტ რწმენას  რუსეთის მონანი და მხევალნი ქრისტესნი.

 

მუხლები:

  • 197. არამართლმადიდებლური ქადაგება;
  • 198. ბავშვების მოუნათლაობა და არამართლმადიდებლურად აღზრდა;
  • 206. განხეთქილების ჩამოგდება;
  • 207. სექტანტობა;
  • 210. სექტანტობის და ერეტიკოსობის გავრცელება;
  • 220. ბავშვების ტაძარში არ მიყვანება;
  • 223. სიწმინდეთა შებღალვა;
  • 226. სიწმინდიეების მიმართ უპატივცემულობა;
  • 227. მღვდელმსახურის შეურაცხყოფა;
  • 228. სიწმინდის ან მღვდელმსახურის უნებლიე უპატივცემულობა;
  • 229. მართლმადიდებელი მღვდელის არამართლმადიდებელის მიერ შეურაცხყოფა.

 

ყველა ეს მუხლი ისჯებოდა: ჩხვლეტით, კბენით, ღრენით, გინებით. აღტყინებული და გაცისკროვნებული სახით პანჩურების თაქა-თუქით. გაწკეპვლითა და თავზე ...

 

ახლა კარგად მომისმინეთ!

 

1. სავარაუდოდ, ვიღაცა ჩვენი ცოდვით სავსემ  წაუკითხა რუსის სოსოიას ეს მუხლები და რაც გაიგო ის ამოიჩემა.

2. ასე იწყებოდა: ინკვიზიცია, ცენზურა, რასიზმი, ფაშიზმი, კომუნიზმი და ყველანაირი ჯანდაბა და ოხრობა.

3. ყველა რელიგიას ეხებაო, რომ ბჟუტურობენ. მართლმადიდებლურს რომ უწერია „მხოლოდ ესაა ჭეშმარიტი და უტყუარი რწმენაო“ - ეს არ ნიშნავს ნებისმიერი სხვის შეურაცხყოფას?

4. ქრისტემ კაიაფას ლანძღვით არ დაიწყო? ილია წინასწარმეტყველმა? მოსემ? ცხვირპირი რომ ამტვრია კერპთაყვანიცმცემლებს და ამოხოცეთ ესენიო- კაცს ათი მცნება  გამოატანეს - არა კაც კლაო (ისე ეგეთი მცნებები  4 000 წლის წინ შუმერებსაც ქონდათ. მოგვიანებით:  აკადიელებს, ქალდეველებს და  ეგვიპტელებსაც).

 

შოთა,დავითი, ვაჟა, ილია, აკაკი, გამსახურდია და ჯავახიშვილი. სხვა ბევრი და კარგი ხომ სულ დიფირამბებს უმღეროდნენ მღვდლობას და რა ვქნათ ახლა? ა! სოსოია ბიძიკო - გვეშველება რამე? შენ გეშველოს და ჩემს თავს აღარ დავეძებ.

 

P.S. რჩევა მამაოთმადიდებელ მრევლს - ფული თუ გინდათ იშოვოთ, არსებული კანონებიც სჯის  ჩვეულებრივი ადამიანის შეურაცხყოფას. ოოოდააა!  რასაც თქვენ, თქვენივე „მამაოები“ გიშვებიან ... - გნახავთ მალე შუშის სასახლეებში გამოჯგიმულებს?

 

გამოყენებული მასალები:

Уложение о наказаниях уголовных и исправительных 15 августа 1845 г.

http://xix-vek.ru/material/item/f00/s00/z0000003/st070.shtml

 

Царские законы о богохульстве

http://vidjnana.livejournal.com/466879.html

 

Православие и законы Российской империи

http://kritix.ru/religion-and-atheism/221-pravoslavie-i-zakony-rossijskoj-imperii

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !