
„აფხაზეთის ხმის“ გამგეობის თავმჯდომარე, რადიო „აფხაზეთის ხმის“ დამფუძნებელი გიორგი კორახაშვილი „ფეისბუქზე“ ეხმიანება „იმედის“ მიერ ორი საზოგადოებრივი თოქ-შოუს დახურვას და ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც შეტევას მედიაზე.
„დროა, მეოთხე ხელისუფლებამ დაამტკიცოს რომ ერთიანია, ბოლოს და ბოლოს, გავერთიანდეთ და წერტილი დავუსვათ ამ თავნებობას, ცალ-ცალკე ეს ბიზნეს თუ სახელმწიფო ინტერესები შეჭამს სიმართლეს, შეჭამს თავისუფლებას, ყველაზე დიდი კონტროლი, ყველაზე დიდი რეფორმა უნდა იყოს მედიის თავისუფლება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ეს არის ორგანიზმი რომელიც ინექციასავით იცავს ყველა მოქალაქის თავისუფლებას და სიმართლეს!!!
არავითარი ინტერესი, გარდა სიმართლისა, არ უნდა მართავდეს მედიას, ეს უნდა იყოს ხალხის ხმა, ეს უნდა იყოს ფეიერვერკი ყველა ასაკობრივი კატეგორიისა, ეროვნული კუთვნილებისა და ორიენტაციის!!! ხალხის ხმა დასაცავია, ეს მასობრივი შეტევა მედიაზე შესაჩერებელია!!!“, - წერს გიორგი კორახაშვილი.