
ეკონომისტი და ექსპერტი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:
"ხელისუფლება უდიდესი რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას. რუსთავი 2-ის დახურვა დამთავრდება იმ მასშტაბის სამოქალაქო მღელვარებით, რომელსაც ვერ გაუძლებს ვერც ეკონომიკა და ვერც კულისებიდან მართული ხელისუფლება.
ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. თუნდაც ის, რომ გუშინ 800-მა რუსმა ჯარისკაცმა დაიწყო რკინიგზის გაწმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ენგურის საზღვრამდე, ის, რომ იმუქრებიან ახალი ემბარგოთი, ის, რომ კვლავ დადგეს გამაღიზიანებელი სასაზღვრო ნიშანი ხურვალეთთან.
მეხუთე კოლონა ამოქმედდა. აქაც, ფეისბუკშიც.
ბოლოს მიტინგზე ვიყავი 12 წლის წინათ, შევარდნაძის ჩამოგდების დღეს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება, რომ არ დავუშვა რუსთავი 2-ის დამარცხება, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენი მომავლის დამარცხებაც იქნება", - წერს რომან გოცირიძე.