მამა ილია: „თუ ვინმე მღვდელმთავარი კგბ-შნიკია, სახალხოდ შეინანოს, ან წითელ მოედანზე წავიდეს და მავზოლეუმში დააყენოს მსახურება...“

Image

მამა ილია ვაშაკიძე ბოლო პერიოდში სასულიერო პირების, მათ შორის მაღალ იერარქიაზე მდგომი ეკლესიის მსახურების საბჭოთა წარსულის ირგვლივ ატეხილ განხილვას ეხმიანება და „ფეისბუქზე“ განმარტავს, რომ მაცხოვრისკენ გეზი უნდა ავიღოთ მხოლოდ ევქარისტიული კავშირის არწყვეტით. 

„ქრისტეს მიერ საყვარელო ძმებო და დებო, სულ რომ ღვთის პირიდან გავარდნილი კგბ-შნიკი იყოს პირველი იერარქი, მე მასთან ევქარისტიულ კავშირს არავითარ შემთხვევაში არ გავწყვეტ და რატომ იცით?? მე ვინმე კაცთან კი არ ვიმყოფები ევქარისტიულ კავშირში, მე ეპისკოპატის მეშვეობით და, ასე ვთქვათ, შუამდგომლობით ევქარისტიულ კავშირში ვიმყოფები დედა ეკლესიასთან, რომელიც ქრისტეს ცოცხალი სხეული გახლავთ და მისი თავი თვით უფალი ღმერთი და მაცხოვარი იესო ქრისტეა..

 

ახლა გასაგებია თქვენთვის ჩემი პოზიცია?? არ დაიწყოთ ახლა ესაო და ისაო.. ღმერთმა დაგლოცოთ.. ევქარისტიული კავშირის არწყვეტით ავიღოთ გეზი ქრისტესკენ, დავანებოთ თავი ადამიანების გაკერპებას და მლიქვნელურ კაცთმოთნეობას.. გთხოვთ მომიხსენიოთ ლოცვებში..

 

P.S.: ევქარისტიული კავშირი კგბ-სთან არა გვაქვს, ქრისტიანებო.. ევქარისტიული კავშირი თვით ქრისტესთან გვაქვს.. მადლობელი ვიქნები უფლისა, თუ ამ ჩემს სტატუსს სიღრმისეულად გააანალიზებთ, სიღრმისეულად, ქრისტესმიერ ჭრილში და არა ისე, როგორც პოლიტიკოსები ანალიტიკოსობენ წინასააჩევნოდ..

 

თუ ვინმე კგბ-შნიკი არის მღვდელმთავართა შორის, ცხოვრებაში ყველაზე ბრძნული და ქრისტიანული გადაწყვეტილება მათი მხრიდან ის იქნება, რომ ეს სახალხოდ აღიარონ და სახალხოდვე შეინანონ, რამეთუ ხალხის წინაშე ჩადენილ ცოდვას სახალხოდ აღიარება სჭირდება..

 

მერე კი ვისაც ხალხი და დედა ეკლესია ჩათვლის ღირსად, ისინი დარჩებიან მღვდელმთავრის ხარისხში.. ვინც არა და წავიდნენ წითელ მოედანზე და ვალოდიას მავზოლეუმში დააყენონ თავისი კგბ-შნიკური მსახურებები..

 

ამ სტატუსის არსი ის გახლავთ, რომ საპატრიარქო არამც და არამც არ უნდა იყოს რუსეთის სპეცსამსახურების ფილიალი.. ნუ იყოფინ!. გასაგებია?? ხალხით შედგება დედა ეკლესია და არა მხოლოდ მღვდელმთავრებით.. გაიხარეთ.. ყველა მიყვარხართ..“, - წერს მამა ილია ვაშაკიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !