ტარიელ სუარი: მიყვარს მიხეილ სააკაშვილი, ასევე ივანიშვილი, ბაქრაძე, უსუფაშვილი, ნარმანია...

Image

მომღერალი ტარიელ სუარი აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო დონის რეფორმატორად მიაჩნია და უყვარს. მისი თქმით, ასევე უყვარს პატრიარქი, ბიძინა ივანიშვილი, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, დავით ნარმანია, ირაკლი ღარიბაშვილი, ვანო მერაბიშვილი...

 

„კონცერტის შემდეგ, როგორც ინბოქსში, ასევე სახალხოდ, საზოგადოების ნაწილი მაკრიტიკებს, მაკრიტიკებს არა ნაწარმოების შესრულების გამო, არამედ ჩემს კონცერტზე ქალბატონი გიული ალასანიას მობრძანების გამო. 

 

ქალბატონი გიული მობრძანდა იმიტომ რომ მას მოსწონს ჩემი ხელოვნება. დიახ ბატონებო!

 

მას მოსწონს ტარიელ სუარის ხელოვნება! მე კიმომწონს ამ უაღრესად პატივცემული ქალბატონისგემოვნება და მიყვარს ის ამისათვის. მე მიყვარსმისი შვილიც ბატონი მიხეილ სააკაშვილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდირეფორმატორი. ადამიანი, რომელმაც ქაოსიდან სახელმწიფო შექმნა. სახელმწიფო რომელშიც მე ვცხოვრობ. 

 

მართალია, ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელ ქართველს ყველაზე მეტად პატრიარქი მიყვარს. მაგრამ მიყვარს ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩემი აზრით სულით ხორცამდე დემოკრატი ადამიანი, კაცი რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა და გვერდში ედგა (უნდა მძულდეს იმიტომ რომ მე არ მეხმარებოდა ? მე არც დამჭირვებია, არც დამჭირდება და არც დამიმსახურებია. მათ კი დაიმსახურეს. სიას არ გაგახსენებთ რადგანაც ყველასათვის კარგად არის ცნობილი. 

 

ბატონი ბიძინა ეხმარებოდა ამ ხალხს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ამიტომაც მიყვარს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. 

 

მიყვარს წარმატებული და უჭკვიანესი დავით ბაქრაძე და უპატიოსნესი დავით უსუფაშვილი. 
მიყვარს ჩვენი ქალაქის მერი დავით ნარმანია, იმიტომ რომ ბევრს ცდილობს და აკეთებს ჩვენი ქალაქისათვის. მიყვარს ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელმაც გაპარტახებული ქალაქი თბილისი აღმიდგინა და გამილამაზა.

 

მიყვარს დღევანდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დღედაღამ ფიქრობს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ასევე მიყვარს ძველი პრემიერი ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც კრიმინალური მენტალიტეტი დაამარცხა. 

 

მიყვარს ყველა… ნინო ბუჯანაძიდან დაწყებული, ჩემებურ შალვა ნათელაშვილითა თუ ასევე ჩემებური მთიული კაცით ქუცნაშვილით დამთავრებული და ყველა ის, ვინც ჩვენს ქვეყანაზე ფიქრობს, რომ ჩემი საქართველო უკეთესი გახადოს. 

 

მერე რა რომ ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან? ეს ხომ მხოლოდ იდეების გამო ხდება? ზოგი ასე ცდილობს საქართველოს გადარჩენას ზოგი ისე. მართალია ზემოდჩამოთვლილთაგან პირადად არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი საქართველოს გადარჩენის მცდელობის გამო მიყვარს ისინი და ვაფასებ მათ. 

 

მე ვიცნობ ხალხს ვისაც არც ერთი მათგანი არ უყვარს და უყვარს მხოლოდ პუტინი.
ჩემი დამოკიდებულების გამო შესაძლოა ჯვარსაც მაცვან, მაგრამ მე მიყვარს ყველა ქართველი და არ მიყვარს მხოლოდ პუტინი”, - წერს ტარიელ სუარი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !