-
2015-05-16 06:06
გადაცემა "რეაქციაში" ჩაღთვის დროს ირინა სარიშვილმა განაცხადა, რომ როგორც არ უნდა გვძულდეს "ნაციონალური მოძრაობა", სახელმწიფო ინტერესები მას არ უნდა გადავაყოლოთ.
ამ კონტექსტში სარიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის მოვლენებში მაშინდელი ხელისუფლების დადანაშაულება უაზრობაა.
"დავაკვირდეთ, რამდენი კარუსელი დატრიალდა ივანიშვილის კერძო ფასინ მთავრობაში. ამ ქვეყანას მართავს არა ხელისუფლება, არამედ კერძო, ფასიანი მთავრობა, ერთი ადამიანის, რომელიც ოფიციალურად არ წარმოადგენს დღეს არაფერს.
ამ მთავრობაში კარუსელივით დატრიალდა ძალიან ბევრი მინისტრი, ეკონომიკურ გუნდს არავინ არ კიდებს ხელს, ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი, ერთი რამ ფაქტია დღეს წილებში ჩაჯდომა კი არ ხდება, ბიზნესები საერთოდ აღარ არსებობს, იხურება ყველაფერი და ეს ჩვენი ბრიყვი თუ შეგნებულად მოღალატე მთავრობა პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდება"-განაცხადა სარიშვილმა გადაცემაში.