
„რეაქციაში“ ჩართვის დროს პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა ევრაზიის კავშირსა და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის შესახებ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
ჯანსუღ ჩარკვიანის თქმით, დღევანდელ რუსეთს არავინ უნდა ემხრობოდეს, მაგრამ „თუ ემხრობი ნატოს, იმანაც უნდა მოგხედოს“.
რაც შეეხება ევრაზიის კავშირს, ჯანსუღ ჩარკვიანმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლა-არშესვლის განხილვა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ უამრავ ლექსს წერდა და პარლამენტის წევრებს უგზავნიდა, ხოლო ედუარდ შევარდნაძეს ასეთი ლექსი გაუგზავნა:
„ასე გვითხრა შევარდნაძემ,
ტრიბუნაზე შემდგარმა:
შეხვალთ? დედა მოგე**ნებათ,
თუ არ შეხვალთ - დედ-მამა!“
„ახლა თავად იანგარიშეთ, რომელი სჯობია, ერთად თუ ცალ-ცალკე...“, - დაამატა ჯანსუღ ჩარკვიანმა.