
ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის მედიაში გაშუქების საკითხს ეხმიანება და წერს, რომ უმჯობესი იქნება, სკანდალური დეტალების ძებნისა და გამოქვეყნების ნაცვლად რთული შეკითხვები დაისვას:
„მესმის, რომ ეს ვიზიტორებს გმატებთ, ისიც მესმის, რომ ეს საზოგადოებას აინტერესებს. მაგრამ ამ საწყალი ბავშვების ფოტოებისა და თვითმხილველთა შემზარავი ისტორიების გამოქვეყნების ნაცვლად, დღეს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მომავალში ასეთი უბედურება რომ ავიცილოთ თავიდან.
კოლეგებო, მოდი ამ ერთხელ უარი ვთქვათ ადვილ, მტკივნეულ და ეფექტურ მასალებზე, დავსვათ რთული შეკითხვები და ყველაფერი გავაკეთოთ მათზე პასუხის მისაღებად: - როდის ჩატარდა ბოლოს ამ და სხვა ქალაქების სასტუმროებში კომპლექსური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოებაზე? - თუ არსებობს ასეთი სტანდარტი და რას გულისხმობს ის?
ამ სასტუმროს გარშემო, რამდენ სხვა სასტუმროს აქვს ევაკუაციის გეგმა და ელემენტარული ცეცხლმაქრი? იმპორტირებულ და ადგილზე ნაწარმ სამშენებლო მასალების სერთიფიკაციაში და ზოგადად, მშენებლობაში არის გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოება? ტარდება თუ არა, ან უნდა ტარდებოდეს თუ არა ასეთ შენობებში სასწავლო განგაში ევაკუაციაზე?
მოვიკითხოთ და დავუშვათ, რა მოხდება ამა თუ იმ კინოთეატრში, ან ჰიპერმარკეტში, ხანძრის შემთხვევაში?
- ამ და სხვა უამრავ კითხვაზე პასუხშია ნატოც და ევროპაც და არა ექსპერტული მკითხაობა, თუ რას „გადმოგვიგდებენ“ ამ თუ იმ სამიტზე. ამ კითხვებზე პასუხის მოთხოვნაა ჩვენი ვალი და არა მოთქმა ფოტოების თანხლებით, რაოდენ შეძრულები ვართ და ვის რა გვტკივა მომხდარის გამო...", - წერს დაჩი გრძელიშვილი.