სარიშვილი: "გაჩნდით მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოხვედით და გაქრებით იმ წამს, როცა დაკარგავთ ხელისუფლებას..."

Image

ირინა სარიშვილი "ფეისბუქზე" ისევ მოქმედ ხელისუფლებას მიმართავს და ხალხის დაყოფის გამო საყვედურობს, ირინა სარიშვილის აზრით, როგორც მოქმედ, ასვე წინა ხელისუფლებას საზოგადოების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ახასიათებდა, თუმცა, წინას, ახლანდელისგან განსხვავებით, მიზანი ჰქონდა. 

 

"უკვე მერამდენედ გვესმის პრემიერისგან კონკრეტულ დანაშაულზე, თუ ის მისი პოლიტიკური ოპონენტის მისამართითაა ჩადენილი: "მე მესმის მათი"; უკვე მერამდენედ ხელისუფლება თავის მომხრე დამნაშავეს გმირად აცხადებს, ოპონენტს ლანძღავს.

 

ხოლო კანონს რაც შეეხება, მისსავე შექმნილ კანონს, არც მომხრის, არც მოწინააღმდეგის შემთხვევაში ვერ ან არ იცავს!

 

ხელისუფლებაში ყოფნა ძალიან გავს ექიმის პროფესიას: ხელისუფლება ყველასია, მომხრესიც და მოწინააღმდეგისაც! თქვენ ქოცებო, ეს არ გესმით! ისევე, როგორც არ გესმით, რომ თქვენივე შექმნილი კანონები ყველასთვის ერთნაირად უნდა მოქმედებდეს და ერთადერთი ნიშანი, რის მიხედვითაც შეგიძლიათ დაყოთ ადამიანები,კანონის მიმართ დამოკიდებულებაა: კანონმორჩილებად და კანონდამრღვევებად, ისიც ბრალდების დამტკიცებიდან სასჯელის მოხდის ბოლო დღემდე!

 

სხვათაშორის, ეს უმძიმესი შეცდომა ყველა ხელისუფლებას ჰქონდა მეტ–ნაკლებად, მათ შორის წინა ხელისუფლებასაც, რომელიც ასევე ყოფდა მოსახლეობას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

 

მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, ქოცებო, წინა ხელისუფლებას ჰქონდა მიზანი, ვიღაცისთვის მიუღებელი, ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ მიზანი! თუმცა ფორმულა "მიზანი ამართლებს საშუალებას" ყველა შემთხვევაში შეცდომაა, თუ ერთი ქვეყნის ხელისუფლებასა და მოსახლეობაზეა ლაპარაკი! სწორედ ამ მიზნის წყალობით, წინა ხელისუფლება, ანუ ნაცები, დღესაც ყველაზე ორგანიზებული და სოლიდარული ძალაა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, და არც იმას აპროტესტებს, ნაცებს რომ უწოდებენ! შეცდომების გაანალიზება და გასწორება კი არასოდეს არაა პრობლემა მისთვის, ვისაც მიზანი აქვს! თქვენ მიზანიც არ გაქვთ!

 

გესმით კი, ქოცებო, ეხლა რასაც ვამბობ? ალბათ არა! მაქსიმუმ, თქვენი "ტვინი" რა დასკვნასაც გააკეთებს, არის ის, რომ მე ნაცი ვარ. თქვენგან ბევრად შორს არც ზვიადისტების ბუდიდან აფრენილი, ქოცებგამოვლილი და მიშისტების ბუდეში გადაფრენილი კრაზანები (ვისაც ეს ეხება) წავლენ: არ დაუჯეროთ სარიშვილს, იტყუება ეგ პუტჩისტიო...
ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის, თავად მორიგდებით...

 

მოკლედ, ქოცებო: 

 

თქვენი არსებობა ხელისუფლებაში ყოფნის ვადით ამოიწურება მხოლოდ: გაჩნდით მაშინ, როცა მოხვედით ხელისუფლებაში და გაქრებით იმ წამს, როცა დაკარგავთ ხელისუფლებას და არ იარსებებს არც ერთი ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით დარჩება, როცა სკამებზე აღარ იქნებით (ოჯახის წევრების გარდა, თუმცა ვინ იცის).

 

დღევანდელი "დიდებიდან" თქვენ მხოლოდ სახელი შეგრჩებათ, სახელი, რომელიც ძალიან არ მოგწონთ: ქოცები!..", - წერს ირინა სარიშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !