-
2015-04-22 22:59
ბატალიონ ,,დონბასის“ მეთაურის ქართველი მოადგილე დავით მარტიაშვილი, შიროკინოსთან დაღუპული ,,აზოვის“ პოლკის ქართველ მებრძოლზე გიორგი ჯანელიძეზე ,,ფეისბუქში“ გაკეთებულ ზოგიერთ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,ღმერთო გაანათლე გიორგის სული. ომია… ომი რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება და არა ერთ სიცოცხლეს წაიღებს, არავინ იცის, შემდეგი ვინაა. ერთი კვირის წინ სხვა ქართველ ძმებთან ერთად ძლივს ვიხსენით გიორგი უეჭველი დაღუპვისაგან, მაგრამ ეს ეტყობა მისი ბედი იყო…
არ ვიცი დეტალები, იმიტომ რომ იქ კიდევ ორი ქართველი ძმაა და ვერცერთს ვერ ვუკავშირდები, მაგრამ ამ შემთხვევეში უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
ვუყურებ კომენტარებს სამშობლოდან და უკვე მერამდენედ, ტკივილს ტკივილი ემატება… რამ გაგაბოროტათ და დაგაჩლუნგათ ასე ხალხო? უცხო მიწაზე ქართველი მებრძოლი დაიღუპა და მის ლანძღვაში ამოგდით სული.
სად ის და სად სააკაშვილი ?! რამდენჯერ დავწერე, რომ უამრავი მებრძოლია აქ, ვისაც არავითარი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან! მინდა უბრალოდ ვიცოდე, რა არის ეს და რა მიზანი აქვს მებრძოლთა ლანძღვას სამშობლოდან?
თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვე ჩასვრილებო, საკეთებელი მანდაც ბევრია და რას აკეთებთ ,,ფეისბუკში,, ღვარძლის გადმონთხევის გარდა ?
“პაზივნოი” ,,სატანა,, ერქვაო… აუ ეს რა გაუკეთებია, კაცო, გაიგეთ?ომია და აქ არ არის წმინდანთა ადგილი… ომი ოფიციალური მასობრივი მკვლელობის ადგილია! ტერორისტებს და მკვლელებს აქვთ შექმნილი მარლთმადიდებლურია არმია, სადაც იესო ქრისტეს სახელით ბომბავენ და კლავენ ვინმე ნაძირალა ,,გივის,, მეთაურობით მშვიდობიან მოსახლეობას…
ლოცეთ ისინი და ლანძღეთ მათ წინაღმდეგ მებრძოლი ,,სატანა,, … თქვენი დედაც… მეტი სიტყვები არ მადგება პირზე. მაპატიოს ყველამ!“, - წერს დავით მარტიაშვილი.