-
2015-04-19 23:11
ექსპრემიერმინისტრი, მილიარდერი, არასამთავრობო ორგანიზაცია "2030"-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს და ამისთვის "საკუთარ საზოგადოებაზე ძალადობას აგრძელებს".
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "ჯიდიესის" ეთერში, გადაცემაში "კვირის 2030" განაცხადა. ყოფილი პრემიერის ციტატას "ტაბულა" აქვეყნებს:
“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისევ აგრძელებს ძალადობას საკუთარ საზოგადოებაზე სიცრუით. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიცრუით მოახერხოს, ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში - ამას გავყვებით და დავალაგებთ. პერმანენტულად იბრძვის, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, დაინგრა ქვეყანა.
ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება. მეორე - ამოჩემებული აქვთ, რომ კრიმინალი გაიზარდა. რამეთუ იციან, რომ კრიმინალის ზრდა ინვესტორისთვის სახიფათოა.
მოსახლეობის ნაწილი ეთანხმება, რამეთუ მათგან ისე არიან გაღიზიანებული, რომ ისევ ესენი გამოდიან და ძალადობენ ტელევიზიებით, ამასაც აბრალებენ მთავრობას", - განაცხადა ივანიშვილმა.