-
2015-04-16 13:27
გადაცემაში „ნანუკას შოუ“ ირაკლი ალასანიამ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა ფარული ფლირტი მათსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მას „არაპარტიულ-პატრიკულარული“ დამოკიდებულება აქვს.
"გუშინწინ შევხვდი კონფერენციაზე ერთ-ერთ ნაციონალურ ლიდერს და ის ვუთხარი, რომ "თქვენ უკვე იმითაც კი ღირებული ხართ, რამდენი შეცდომა დაუშვით, წახვედით ოპოზიციაში, ახლა შანსი გაქვთ, გააანალიზოთ ეს შეცდომები", იმიტომ, რომ ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებული იქნება და ფუფუნება არა გვაქვს ჩვენ, რომ ერთმანეთი მივფანტოთ.
გარდა ამისა, გულწრფელად გეტყვით, არც ერთი პარტია არ არსებობს საქართველოში და უახლოეს პერიოდში არ იარსებებს, რომელიც იქნება თვითკმარი, გამოიყვანოს ქვეყანა ამ სირთულეებიდან. ამიტომ, ჩვენ ყველა ვარიანტში მოგვიწევს, ქართულ ოცნებაშიც ვინც არის პროფესიონალი, დღეს მთავრობაში ვინც საქმეს აკეთებს, ყველამ ერთმანეთი უნდა დავიყენოთ გვერდში.
ამიტომ, ამ გადმოსახედიდან, მე მართლაც მაქვს ასეთი დამოკიდებულება - არაპარტიულ-პარტიკულარული. მაგრამ რეალობა ასეთია, ჩვენ ერთად მოგვიწევს ამ კრიზისის სიღრმიდან ქვეყნის გამოყვანა. ” - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.