-
2015-04-14 23:20
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე "კომსომოლსკაია პრავდასთან" ამბობს, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა.
ასე უპასუხა ნინო ბურჯანაძემ გამოცემის ჟურნალისტის შეკითხვას: "თქვენ რომ საქართველოს პრეზიდენტად აგირჩიონ, აღიარებთ თუ არა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად?"
"ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. ეს შეუქცევადი პროცესია!", - ამბობს ინტერვიუში ბურჯანაძე. ამავე მასალაში მოყვანილია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის ციტატა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში არაფერი გამოუვა: "უკრაინა მისთვის ძალიან დიდი ქვეყანაა, უკრაინელები კი ქართველებზე უფრო რთული ხალხია - ისინი უფრო მეტს იპარავენ".
ამ ყველაფრის შეჯერებით სტატიის ავტორი წერს, რომ ქართველებს უკრაინელები ეცოდებათ, რადგან არ უნდათ, იგივე გზა გაიარონ, რაც სააკაშვილის ხელში ქართველებმა გაიარეს.