
ნინო ბურჯანაძე "კომსომოლსკაია პრავდასთან" საუბარში აცხადებს, რომ ადრე დასავლური ღირებულებების ერთგული იყო, მაგრამ როცა სააკაშვილის წინააღმდეგ მიტინგები დაიწყო, ის აშშ-მა დაიცვა და ელჩმა მიტინგის დარბევას მწვანე შუქი აუნთო.
"ახლა მე საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად - თვითონ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება იყო... ვფიქრობ, რომ ეს ამერიკული პროექტის ნაწილია - ის, რაც საქართველოში ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, უკრაინაში უნდა დასრულდეს...
დასავლეთში ასეთი პრინციპი მოქმედებს: თუ შენ პრორუსი ხარ, მაშინ შეიძლება მოგკლან, დაგაპატიმრონ და თუ პროდასავლელი ხარ და რუსეთს ლანძღავ, მაშინ ყველაფრის ნება გაქვს. მე ყოველთვის მჯეროდა დასავლური ფასეულობებისა, მაგრამ როცა ჩვენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიტინგები დავიწყეთ, დასავლეთმა ის დაიცვა - ამერიკის ელჩმა მწვანე შუქი აუნთო ჩვენი დემონსტრაციის დარბევას.
და როცა ქალბატონი ნულანდი კიევის მაიდანზე ნამცხვრებით ხელში დავინახე - ეს ამაზრზენი იყო!..".