-
2015-04-07 23:06
„თუკი ასე, ტელევიზიით მაფრთხილებენ, თავს გაუფრთხილდიო, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე“, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ელისო კილაძის გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სანამ შალვა აბულაძე თავისუფალია, შესაძლოა, საფრთხე მასაც ემუქრებოდეს.
„დიდი მადლობა ქალბატონ ელისოს, მაგრამ მე არანაიარი დამატებითი ზომების მიღებას არ ვაპირებ: ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რა სიტუაცაიაცაა ახლა, მაინც მჯერა, რომ მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან“.
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ უერთდება ინიციატივასა და მოწოდებას შალვა აბულაძისადმი, ჩაბარდეს პოლიციას. მამუკა ხაზარაძემ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, შექმნას პირობები, რათა ბიზნესმენებმა ბიზნესი აკეთონ:
„ასე არაფერი განვითარდება და ბიზნესი კი არა, ყვავილიც დაჭკნება“, - განაცხადა ხაზარაძემ „არჩევანში“.