-
2015-04-07 14:18
ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს მისი ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის კავშირს გია უდესიანთან, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.
არჩილ კბილაშვილმა „იმედთან“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ თემაზე საუბრის უფლებას ყოფილი პროკურორის სტატუსი არ აძლევს. კბილაშვილის განცხადებით, ის პროკურატურის რეფორმირებას აპირებდა, მაგრამ ამაში ხელისუფლებამ ხელი არ შეუწყო.
„ეს არ შეიძლება განვიხილოთ ჩემს ნაკლად ან სისუსტედ, ეს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ასე. მე ცოტა სხვაგვარად ვფიქრობდი“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
ტვ „იმედი“