-
2015-04-05 23:39
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ჯი დი ესზე", გადაცემაში "2030" ამბობს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. ექსპრემიერი მილიარდერის თქმით, ძალადობას სწორედ წინა ხელისუფლება ნერგავდა და ახალისებდა.
"ათი ათასობით ქონებაა გადაფორმებული და სამართლიანობის მასიური აღდგენა, რასაც ითხოვს ჩვენი საზოგადოება და ითხოვდა არჩევნების პროცესში, სწორედ ეს გახლავთ. ეს არის ეტალონი, როგორ დასაჯეს და გაგრძელება არის კატასტროფული.
ეს სისტემა იყო, რომელიც ამას ნერგავდა და ეს არის ამის ნაყოფი. გამოძიება როგორც არ უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს პროკურატურამ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მთავარია დამკვეთები ვინ არიან, მაგრამ მთავარი დამკვეთი ამის გახლდათ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც დაინერგა "ნაციონალური მოძრაობის" დროს", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.