
ექსპერტი გია ხუხაშვილი ტვ "თრიალეთის" ეთერში შეკითხვაზე, რა რჩევას მისცემდა ირაკლი ღარიბაშვილს, აცხადებს, რომ მისთვის რჩევის მიცემას აზრი არა აქვს.
გია ხუხაშვილი აკონკრეტებს:
"მე ვერ ვიქნებოდი ღარიბაშვილის მრჩეველი, რადგან მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ მე რომ ვიღაცის მრჩეველი ვიყო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ის შეესაბამება იმ ადგილს, სადაც ის არის.
მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ თანამდებობას არ შეესაბამება, ამიტომ აზრი არ აქვს მის მრჩევლობას, რადგან სამჭკუაშვილის არ იყოს, მე რაც არ უნდა ვურჩიო, მისგან ლიდერის შექმნა ძალიან რთული იქნება, ამიტომ მის მრჩევლობაზე მაშინვე უარი ვთქვი, ოღონდ არა ამ მიზეზით.
მე მინდოდა, რომ მას ჰქონოდა კომფორტი საკუთარი გადაწყვეტილებებით, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მე ვფიქრობ, რომ მეორე მიზეზი დაემატა ამას, რომ აზრი არ აქვს მისთვის რჩევას".