-
2015-04-03 13:11
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ომის თავიდან ასაცილებლად ყველაზე დიდი ძალაა, როცა მზად ხარ შენი ქვეყნის თავდასაცავად.
"თუ გვინდა ავიცილოთ ომი, დაპირისპირება, ამისთვის ყველაზე დიდი ძალა არის, იყო მზად შენი მშვიდობის დაცვისთვის და ომისთვის. ამას ბუნებრივია, სჭირდება შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზირდეს, მას სჭირდება თავდაცვითი შესაძლებლობები.
სწორედ ასეთი ერთ-ერთი ფუნდამენტური შესაძლებლობის შეძენაზე ათქმევინეს უარი საქართველოს ბატონმა ივანიშვილმა და ბატონმა ღარიბაშვილმა. იმიტომ, რომ მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს არ ჰქონიათ გულწრფელი სოლიდარობა საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"ტაბულა"