
„ქართულ ოცნებას" 36 %-იანი რეიტინგი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ეს სამწუხარო ფაქტია, სამწუხარო ის იქნებოდა, 80 % რომ ჰქონოდა", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ "რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, "ხელისუფლება მუდმივად იქნება კრიტიკის რეჟიმში საზოგადოების მხრიდან- ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა. ჩვენ გვყავს ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური შეცდომებით", - განაცხადა ქანთარიამ.
ტრაგედიად არ აფასებს პარლამენტარი კვლევის შედეგებს იმ ასპექტში, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 62%-ის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
„ეს ტრაგედიას არ წარმოადგენს. ეს არის პროცესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ჩვენ კუნძულზე არ ვცხოვრობთ და არც ის ვიცოდით, რომ მეზობლებს „ცეცხლი წაეკიდებოდათ". მსოფლიოს გადახედეთ, ყველგან კრიზისია. დიდ ბრიტანეთშიც კი კრიზისია და ინფლაცია მოხდა. ჩვენ ვერ ვიქნებოდით გამონაკლისი.
ჩვენს გვერდით რეგიონებში უფრო საშინელება ხდება. ჩვენთან კი გაცილებით მყარი მდგომარეობაა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცდილობთ, რომ შენარჩუნდეს არსებული ვითარება. მთავარია, ჩვენი ხელისუფლება გამოწვევებს მტკიცედ ხვდება", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.
"რეპორტიორი"