
განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეხმიანება IPM-ის კვლევას, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა.
"IPM კვლევის მიხედვით განათლების სამინისტროს საქმიანობას პოზიტიურად აფასებს 7%. 2011 და 2012 წლის დასაწყისში, როცა ასეთივე კვლევები ტარდებოდა, კარგად მახსოვს, განათლების სამინისტროს საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა 64% და მე ჩემს თანამშრომლებს ვეჩხუბებოდი, რომ ეს არ იყო საკმარისი და საჭირო იყო უფრო მეტი რეფორმა და აქტიურობა. დღეს არის 7% და მავნებელი სანიკიძე ამაზე ხმასაც არ იღებს, ანუ 64%-დან სამინისტროს წარმატებულობა დაიყვანა ამ მავნებელმა 7%-ზე...", - წერს დიმიტრი შაშკინი.