
მიხეილ ხოდორკოვსკიმ რუსი ხალხი გააფრთხილა, რომ პუტინის პოლიტიკა რუსეთს შედეგად 1917 წლის რევოლუციის განმეორებას მოუტანს. მისი თქმით, პუტინი იმაზე ბევრად ადრე დაკარგავს კონტროლს, ვიდრე ბევრს ჰგონია.
„ყველა ავტორიტარული რეჟიმი, განსაკუთრებით კი ისეთი, რომელიც იდეოლოგიას არ ეფუძნება, არასტაბილურია.“ - განაცხადა ხოდორკოვსკიმ "ბლუმბერგთან" ინტერვიუში.
იმავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა ისწრაფვოდეს ევროპასთან ინტეგრაციისაკენ: „მთელი ჩვენი კულტურა, ისევე როგორც ტრადიციები, ევროპულია.“
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, რის შედეგადაც რუსეთი გლობალური ეკონომიკისგან თითქმის იზოლირებული აღმოჩნდა.