
მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე ნინო ბურჯანაძის წინადადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ სამთავრობო დანიშვნების შემდეგ საქართველომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს.
"ნინო ბურჯანაძემ რა მაგარი იდეა მიაწოდა მთავრობას - უკრაინიდან ელჩი გამოიწვიეთ და დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეთო... ეს ომის გამოცხადებას რომ ნიშნავს, არაფერია?!?!?!?! ვაი ჩვენ თავს. უკრაინასთან თურმე რა კარგი დამოკიდებულება გვაქვს...
მაშინ აფხაზეთი და სამაჩაბლოც ჩვენით ვაღიაროთ და ეგაა... სამფერი დროშაც ჩვენით გავარჭოთ ქვეყანას და ვსიო. თეთრსა და წითელს ცისფერიც მივამატოთ ზოლებში და მაგრად მოგვიხდება.(ხომმიხდებაესდროშასმაილი) რაღა დარჩა?!", - წერს დუტა სხირტლაძე.
დუტა სხირტლაძე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ისტორიას და რუსეთის მხრიდან საქართელოს ოკუპაციის ფაქტებს ადრეც ირონიით იხსენებდა, მაგალითად, ტვ11-ის გადაცემაში "ჩაის თემა" ამბობდა, რომ ქართველობას კი არ გვართმევენ, არამედ 200 წლის წინ წაგვართვეს და ახლა უნდა დავბრუნდეთ, იქ წყვეტა ვიპოვოთ და აწმყოს გადავაბათ, რომ განვითარება გავაგრძელოთ.
დუტა სხირტლაძე ხატოვნად აღწერდა "37 მანეთის" თემასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს, ასევე საბჭოთა არმიის შემოსვლის, შემდეგ კი საბჭოთა არმიაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის თემას და ამობობს:
"ხომ გაგვიგია ყველას, ქართველები ყველაზე მაგრად ვიყავით ჯარშიო? "სამი ქართველი ვიყავით, მაგრამ "პალაჟენია" დაწყობილი გვქონდა, ყველას ვაჩმორებდით", - ასე ამბობდნენ და ბოლოს თვითონ ჩამოვიდნენ ყველაზე მეტად დაჩმორებულები, აზრზე არ არიან, პისტოლეტი როგორ გადატენონ", - ამბობს მსახიობი და მიაჩნია, რომ ესეც "რუსების გაჩალიჩებულია": "რომ არ შეუბრუნდეს ეს ჩვენი უკან, როგორც ქაქუცა შეუბრუნდა მეფის რუსეთში მიღებული სამხედრო განათლებით".