
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ხსნის, რატომ არ მიიღო წინა ხელისუფლებამ კანონი ლუსტრაციის შესახებ.
"რადგან ეს თემა დროდადრო აქტუალური ხდება ხოლმე, გეტყვით, რატომ არ მივიღეთ ლუსტრაციის კანონი. 1990 წელს კაგებეს საქართველოში ჰყავდა 20 ათასი აგენტი. მათი სრული სია აქვთ რუსებს და ძალიან არასრული სია გვქონდა ჩვენ.
ჩვენ რომ მიგვეღო ლუსტრაციის კანონი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა სადამსჯელო ღონისძიებები ყოფილი კაგებეს აგენტების მიმართ, ამ 20 ათას კაცს (ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი და აქტიურია) პირდაპირ ჩავაგდებდით მგლის ხახაში, ანუ რუსებს მათ წინააღმდეგ უჩნდებოდათ ძლიერი კომპრომატი, რომლითაც მათ ხელახლა გადაბირებას/გაკონტროლებას შეძლებდნენ.
ამის საპირსპიროდ, ჩვენი მიდგომა იყო, რომ თუ თქვენ იყავით კაგებეს არქივული აგენტი და ამის შესახებ განაცხადებდით ქართულ სპეცსამსახურებში, თავისუფლდებოდით ყველა შესაძლო სანქციისაგან.
ამით, რუს "კოლეგებს" არქივულ აგენტებზე ზემოქმედების ბერკეტები გამოვაცალეთ ხელიდან. არა მგონია, ან მაშინ და ან ახლა სხვა გამოსავალი არსებობდეს".