ირაკლი ფირცხალავა კოდორის ხეობაში სპეცოპერაციამდე მომხდარ გაუხმაურებელ კრიმინალურ შემთხვევებზე

Image

„სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენელმა და ყოფილმა პოლიციელმა ირაკლი ფირცხალავამ კოდორის ხეობაში ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს მომხდარ იმ გაუხმაურებელი კრიმინალური შემთხვევების დეტალებზე ისაუბრა, რის გამოც იქ სპეცოპერაციის ჩატარება აუცილებელი გახდა.

 

სპეცოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობამ და ზოგადად, ემზარ კვიციანის საკითხმა „რეაქციაში“ მწვავე კამათი გამოიწვია.

 

„გიზო წიფიანის დედის სახლს ღამე ცეცხლი გაუხსნეს და დაიღუპა ქალბატონი და წიფიანის ბიძა. ვიცე-პოლკოვნიკ გოჩა აფრასიძის ძმა მოკლეს შეიარაღებულმა ადამიანებმა, შემდეგ გახსნილი ხელყუმბარები დაადეს და ისე ააფეთქეს. სოფელ აჟარაში პოლიციის ქვეგანყოფილება იყო, რომელსაც „მონადირის“ წევრებმა სამჯერ შეუთვალეს, დაეტოვებინათ ხეობა. იცით, რომ 2006 წლამდე არც ერთ ექსპერტს, არც ერთ პროკურორს ფეხი არ აქვს დადგმული გამოძიების მხრივ კოდორის ხეობაში?

 

1998 წელს პოლიციელი ბესარიონ მესხი დემონსტრაციულად მოკლეს პოლიციის განყოფილების წინ, შემდეგ მთელი პოლიცია გამოიყვანეს, ცემეს და ხეობიდან გამოყარეს, ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებულები შევიდნენ პოლიციის განყოფილებაში და მიანგრ-მოანგრიეს იქაურობა. ამის შემდეგ ხეობაში პოლიციას არ უფუნქციონირებია.

 

ასი მკვლელობაა და ვერც ერთს ვერ გამოვიძიებთ, რადგან არც ერთ გვამს ექსპერტიზა არ ჩასტარებია, არც ერთი ჰილზა, ტყვიის გულა არ არის ამოღებული. აფხაზეთის მთავრობა ჩაფრინდა, შს მინისტრი და 15 კაცი გაიტაცეს. შს მინისტრი და პროკურორი ცემით გახეთქეს, ბოსელში დააბეს და მძევლებად ჰყავდათ. არავის არ გამოუძიებია ეს საქმე. ეს იყო წინაპირობა 2006 წლის სპეცოპერაციის და არ დაგავიწყდეთ იქ მყოფი ძებნილებიც“,- განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ გადაცემის მსვლელობის დროს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !