
„მაესტროს“ ეთერში კახა ბენდუქიძე ამტკიცებს, რომ ბენზინის ფასზე და ზოგადად, ამ ბიზნესზე, შეუძლებელია, მონოპოლია იყოს, რადგან ბაზარი ხუთ კომპანიაზეა გადანაწილებული.
ამასთან, ბენდუქიძესთან დებატებში ჟურნალისტები, ძალაუნებურად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ისე დაარეგულირებდნენ ფასებს, როგორც იმ დროს - ბაზარზე ძირითადი მოთამაშეები.
„პრესპრესის“ წამყვანი კი კახა ბენდუქიძესთან საუბარში „უბრალოდ, შეთავაზებას“ უწოდებს ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას საწვავზე ფასების დაწევის შესახებ, რასაც მაშინ რამდენიმე თეთრით საწვავზე ფასების რამდენიმედღიანი კლება მოჰყვა.
კახა ბენდუქიძე ამბობს, რომ ეს იყო სახელმწიფოს ზეწოლა ბიზნესზე და ძალიან ცუდია, თუ ჟურნალისტები ამას ვერ ამჩნევენ.