მიხეილ სააკაშვილი: "გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ... მე კახას ნაცვლადაც გავცემ პასუხს მის მდევნელ არარაობებს..."

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეიბუქის" საშუალებით ეხმიანება კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტს და პირობას დებს, რომ მის ნაცვლადაც გასცემს პასუხს მის მდევნელებს.

 

"გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ. დღეს, პირველად არ პასუხობდა ჩემს სატელეფონო მესიჯებს… კი გამიკვირდა და მერე შემატყობინეს...

 

კახა აღარ ჰყავს საქართველოს.

 

ერთად ვიყავით ალბანეთში სექტემბერში და ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩამომაკითხა, სადაც ჩემთან საქმეზე ლაპარაკის გარდა, ჩემს ნიკუშას უყვებოდა სხვადასხვა სასაცილო ისტორიებს და არწმუნებდა კარგად სწავლის აუცილებლობაში. ყოველდღე ვურეკავდით ერთმანეთს და ბოლოს გუშინ ვესაუბრე. მრავალთვიანი ნერვიულობის შემდეგ ბევრად უფრო მხნედ მომეჩვენა.

 

რუსეთიდან წასვლა 2004 წელს მოუხდა, მაგრამ ამას საერთოდ არ განიცდიდა, პირიქით უხაროდა. საქართველოს იძულებით დატოვება კი მისთვის უმძიმესი იყო. ქვეყნიდან ამ რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ წავიდა. თვლიდა, რომ ან დააპატიმრებდნენ ან მინიმუმ პასპორტს ჩამოართმევდნენ. ბოლო თვეებში ძალიან განიცდიდა, რომ თავისი სიმწრით ნაშენები უნივერსიტეტების მიტოვება მოუხდა.

 

ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა და ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა - ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა.

 

კვირის ბოლოს კიევში უნდა შევხვედროდით. ახლა უკვე საიდუმლო აღარაა, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ მის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას და ამის საბოლოოდ შესათანხმებლად ჩადიოდა. საქართველოდან გააძევეს და ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანა აწინაურებდა და სთხოვდა დახმარებას. თვლიდა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობით ქართულ საქმეს გააკეთებდა. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა.

 

ერთდროულად სიკეთის განსახიერება და ბოროტებასთან შეურიგებლობის ეტალონი. დიდი ისტორიული მასშტაბის ეროვნული და მსოფლიო მოღვაწე გარდაიცვალა... ოფიციოზისგან მოძულებული და დევნილი, ის მთელი ცხოვრება სინათლეს სთესდა.

 

სადაც არის, მე ვაძლევ პირობას, ზუსტად ვიცი, რომ შუშის კოლბაში დაბუდებული ბოროტების სიხარული ნაადრევია. მე პირადად კახას და ჩემს თავს ვპირდები, რომ მის ნაცვლადაც გავაგრძელებ ბრძოლას! წყვდიადი დიდხანს ვერ გაგრძელდება!

 

მე კახას ნაცვლადაც გავცემ პასუხს მის მდევნელ არარაობებს და მისი სახელითაც დავიხსნით ჩვენს საქართველოს!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !