
ლუგანშინაზე შეტაკებისას ხიდი ააფეთქეს. ტერორისტები მოუწოდებენ ხალხს ცოცხალი ფარი გახდნენ. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დღეს გამთენისას უკრაინის სამხედრო დანაყოფებმა მოძრაობა დაიწყეს ლისიჩანსკის მიმართულებით, ხიდის გავლით რუბეჟნოეს რკინიგზის სადგურისაკენ.
მათ სეპარატისტებმა გზა გადაუღობეს. ამის შედეგად აფეთქებულია ქვეითად მოსიარულეთა ხიდი, პრივოლიე-ძველი კრასნიანკის რაიონში. ბოლო მონაცემებით, ლისიჩანსკის სავადმყოფოში ერთი გარდაცვლილი და 2 დაჭრილი გადაიყვანეს. ორივე დაჭრილი ლუგანსკის რეგიონის ქალქაქ სვერდლოვსკის მკვიდრია.